USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
BMG: როგორია კავკასიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა?
თარიღი:  576

კავკასიის რეგიონი ეკონომიკურად გამორჩეულ და თან უცნაურ მდგომარეობაშია, რადგან აქ ფიქსირდება როგორც მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე რეკორდული ინფლაცია, მაღალი რეფინანსირების განაკვეთები და ეროვნული ვალუტების უჩვეულო მერყეობა.

გთავაზობთ ქვეყნების მიმოხილვას დეტალურად:

თურქეთი

ეკონომიკურად ყველაზე უცნაურ მდგომარეობაში თურქეთია, რომელიც ერთდროულად ინფლაციას, უმუშევრობას და ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებას ებრძვის.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში წლიური ინფლაციის დონე 35.4%-ია. ეს კი იმ ყველაფრის მიუხედავად, რომ ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 46%-იან ნიშნულზე ინარჩუნებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაციის ფონზე, ერთწლიან პერიოდში ეროვნული ვალუტა 16%-ითაა გაუფასურებული და ერთი დოლარის გაცვლითი კურსი ამჟამად 39 ლირას შეადგენს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, გამოწვევების მიუხედავად, წელს თურქეთის ეკონომიკა 2.6%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.1%-ით შემცირებული მაჩვენებელი იქნება. თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკური კრიზისის გამო, სავარაუდოდ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაიხედება და საგრძნობლად შემცირდება.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში ვითარება უფრო სტაბილურადაა. წლიური საშუალო ინფლაცია 5%-ის ფარგლებში მერყეობს. ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი კი 7.25%-ია. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, IMF-ის პროგნოზით, წელს ქვეყნის მშპ-ის მოცულობა 3.5%-ით გაიზრდება.

სომხეთი

რაც შეეხება სომხეთს, მას ეკონომიკური ზრდის მიმართულებით რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს. IMF-ის პროგნოზით, წელს სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დამატებით 4.5%-ით გაიზრდება.

რეფინანსირების განაკვეთი სომხეთში 6.75%-ს შეადგენს, წლიური ინფლაციის დონე კი ამჟამად 4.3%-ის ფარგლებშია.

რუსეთი

რუსეთთან მიმართებით საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1.5% იქნება.

ოფიციალური მონაცემებით, ინფლაცია 10%-ის ფარგლებშია; ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი კი 21%-ს შეადგენს.

ყველაზე ცუდი მაჩვენებელი რუსეთს ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით აქვს, რომელიც ორ წელიწადში 15%-ითაა გაუფასურებული და ამჟამად ერთი დოლარის გაცვლითი კურსი 80 რუბლს აღწევს.

საქართველო

ბოლოს, საქართველოს რაც შეეხება. IMF-ის პროგნოზით, მიმდინარე 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი ისევ 8%-ია, ხოლო ინფლაცია 3.5%-იან ნიშნულზეა, რაც სამიზნე მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება.

ერთწლიან პერიოდში, ეროვნული ვალუტის კურსი შედარებით სტაბილურია და ამჟამად დოლარის გაცვლითი კურსი 2.73 ლარს შეადგენს.

წყარო:https://bm.ge/

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის