USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
BMG: როგორ მოატყუეს ინდოელებმა Microsoft-ი, SoftBank-ი და კატარის მთავრობა?
дата:  537

ხელოვნური ინტელექტი, როგორც ტექნოლოგია, ადამიანების უმეტესობამ ორი წლის წინ გაიცნო, როცა სამყაროს ChatGPT მოევლინა, მაგრამ მანქანურ დასწავლაზე და ნეირონულ ქსელებზე მუშაობა მეცნიერებმა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყეს. ბოლო წლებში კი, ტექნოლოგიის განვითარება სტარტაპებმა დაიწყეს, რომელთა უდიდესი ნაწილი, სტატისტიკურად, წარუმატებელია. სტარტაპების გაკოტრებას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის არასაკმარისი ფინანსური რესურსი და არასწორად შერჩეული პროდუქტი, მაგრამ, ბოლო წლებში და არც თუ ისე იშვიათად, კომპანიები თაღლითობის გამო კოტრდებიან.

აი, სწორედ თაღლითობის გამო გაკოტრდა ინდოელი ანტრეპრენიორის, საჩინ დევ დუგალის მიერ გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული სტარტაპი Builder.ai, რომელმაც პროგრამული უზრუნველყოფის ე.წ. “No-Code” პლატფორმა შექმნა, ანუ ვებგვერდი, სადაც პროგრამების დაწერა ყოველგვარი ტექნიკური ცოდნის გარეშე არის შესაძლებელი. მარკეტინგულად, Builder.ai-ის სიმარტივე იტალიური რესტორნიდან პიცის გამოძახებას იყო შედარებული, რაც საკმაოდ სწრაფი და მარტივი პროცესია. როგორც Builder.ai-ში ამბობდნენ, კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისის მოქნილობას AI-ის ინტეგრაცია განაპირობებდა, რაც რთული და მოსაბეზრებელი რუტინული სამუშაოს ჩანაცვლების საშუალებას იძლეოდა.

თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Builder.ai ჯერ კიდევ 2016 წელს დაფუძნდა, ანუ დიდი ხნით ადრე, ვიდრე ხელოვნური ინტელექტი ინვესტორების საყვარელ სფეროდ გადაიქცეოდა. Builder.ai-მ რამდენიმე საინვესტიციო რაუნდი ჩაატარა, რომელთა შედეგად Microsoft-ისგან, SoftBank-ისგან და კატარის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიისგან $450 მილიონი მოიზიდა. ინვესტიციის გარდა, უშუალოდ Microsoft-ი Builder.ai-ის ხედვით იმდენად მოიხიბლა, რომ კომპანიის სერვისები საკუთარ ქლაუდ-პლატფორმაში, Azure-ში ჩააშენა. 2023 წელს, Builder.ai-ის ბრიტანეთის ყველაზე საინტერესო AI-სტარტაპად მოიხსენიებდნენ, ხოლო თავად კომპანია $1.5 მილიარდად იყო შეფასებული.

ზედაპირზე, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ, როგორც ადრეულ 2025 წელს გამოჩნდა, Builder.ai თაღლითური კომპანია იყო. Builder.ai-ის დამფუძნებლების თქმით, კომპანიის საყრდენი AI-პროცესების ავტომატიზაცია იყო, მაგრამ, როგორც 2025 წლის დასაწყისში გაირკვა, ალგორითმის, ანუ AI-ის სამუშაოს, რეალურად, ინდოელი პროგრამისტები აკეთებდნენ. მომხმარებელი, რომელიც პლატფორმის დახმარებით პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნიდა და ეგონა, რომ კოდის წერაში AI ეხმარებოდა, რეალურად, რამდენიმე ათას ინდოელზე იყო დამოკიდებული, რომლებიც მის დავალებებს ლაივ-რეჟიმში ასრულებდნენ.

აღნიშნული ფაქტი უკვე შეიძლება ჩაითვალოს თაღლითობად, მაგრამ Builder.ai-ის გუნდი აქ არ დაკმაყოფილდა, რადგან შინაარსობრივ თაღლითობასთან და კომპანიის ბიზნესმოდელთან დაკავშირებით ტყუილების გავრცელების გარდა, კომპანიის მენეჯმენტი ფინანსურად იტყუებოდა. როგორც გამოძიებით დადგინდა, Builder.ai-ის შემოსავალი, რომელიც ფურცელზე 300%-ით იყო გაზრდილი, სინამდვილეში, არ იზრდებოდა, ხოლო რიცხვების გასაზრდელად კომპანიის მენეჯმენტი არარსებულ ინვოისებს ინდურ კომპანია Verse Innovation-თან აფორმებდა. ფურცელზე ინვოისები ჩანდა, მაგრამ რეალური სერვისები არ შესრულებულა.

ამ გზით, Builder.ai-ი საბალანსო უწყისში არსებულ რიცხვებს ზრდიდა, რათა კომპანია ინვესტორებისთვის მეტად მიმზიდველი ყოფილიყო. თაღლითობამ თავი იჩინა და, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ერთ აღიარებას სხვა მოჰყვა და ზედაპირზე კიდევ რამდენიმე თაღლითური სქემა ამოვიდა, რომელთაც Builder.ai-ის დამფუძნებლები ინდოეთში მართავდნენ, მაგრამ ფარულად. კომპანიის დამფუძნებელი, საჩინ დევ დუგალი გადადგა, მაგრამ ინვესტორებმა Builder.ai-ის მიმართ ნდობა იმდენად დაკარგეს, რომ კომპანიას ვერც Amazon-იდან გადმოყვანილმა მენეჯერმა უშველა. კრედიტორებმა Builder.ai-ის აქტივები გაყინეს, კომპანია გადახდისუუნარო გახდა და თავი ბანკროტად გამოაცხადა.

წყარო:https://bm.ge/

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати