USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
Tbilisi
როგორ გალახა ლევან თედიაშვილმა ოლეგ ბლოხინი და რატომ აბრუნებდნენ სახლში ოლიმპიადიდან
Date:  1744
ლევან თედიაშვილის ერთი გაუხმაურებელი მოგონება - როგორ გალახა ოლეგ ბლოხინი და რატომ აბრუნებდნენ სახლში ოლიმპიადიდან
 
თედიაშვილი მონრეალის 1976 წლის ოლიმპიადაზე ჩავიდა, როგორც მიუნხენის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი. კანადაში ქართველმა მეორე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა- 90 კგ-მდე კატეგორიაში, მაგრამ ეს გამარჯვება შეიძლება არ შემდგარიყო - თედიაშვილს დისციპლინური მიზეზების გამო გუნდიდან გარიცხვით ემუქრებოდნენ - არა, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდში ლევანთან ყველაფერი კარგად იყო - იგი გუნდის სული და გული იყო, თუმცა, ის მას სერიოზული ჩხუბი მოუვიდა იმ წლების სსრკ-ს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სპორტსმენ- 1975 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულ, ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელთან - ოლეგ ბლოხინთან.
 
თედიაშვილმა ეს ამბავი გაამჟღავნა - 1998 წელს, ჟურნალ“Sports Life of Russia”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
„მათ უნდოდათ კანადიდან გემით პირდაპირ ჩემი უკან სახლში გამოშვება
- მაგრამ არა იმიტომ რომ ფორმაში არ ვიყავი. მე, ვასილი ალექსეევი და ლამაზმანი ლუდმილა ტურიშჩევა ტელევიზორს ვუყურებდით. უცებ შემოდის ბლოხინი და უსიტყვოდ რთავს ტელევიზორს სხვა პროგრამაზე. "დააბრუნე", ვეუბნები მე. ბლოხინმა ცივი მზერით შემომხედა, რეაქცია არ გაუკეთებია და დასაჯდომად გაემართა. ვარსკვლავია ბიჭი!
 
- აქ ნერვებმა ვეღარ გამიძლო, საყელოში ვწვდი, ოთახიდან გავიყვანე და კიბეებზე დავაგორე. თურმე იქ, ლობანოვსკი ქვემოდან ამოდიოდა. მისმა საყვარელმა შეგირდმა ისიც წააქცია და ორივე ნელ ნელა დაბლა სართულისკენ ჩაგორდა. და აი! აქ დაიწყო რაც დაიწყო. ჩატარდა საერთო კრება, და საქმე ისე წავიდა რომ სახლში მიშვებენ, ჭიდაობის გაგრძელებას ოლიმპიურ შეჯიბრზე მიკრძალავენ.
 
სიტყვას ვითხოვ და ვამბობ: "მომეცით საშუალება მოვიპოვო ოლიმპიური ოქროს მედალი სამშობლოსთვის, რომელსაც ეს თერთმეტი სიმპათიური ფეხბურთელი, თუნდაც თავი მოიკლან, ერთს კი ვერ მიიღებს ყველასთვის!"
 
მართლაც, სსრკ-ს საფეხბურთო ნაკრები ნახევარფინალში გდრ-სთან დამარცხდა და მესამე ადგილი დაიკავა. თედიაშვილი ფინალში გავიდა, სადაც არა მხოლოდ ბენ პეტერსონი, არამედ მსაჯებიც დაამარცხა.
 
საბჭოთა ჩინოვნიკებს ისე უნდოდათ ამერიკელების დამარცხება, რომ ამ ამბავზე თვალი დახუჭეს და ბრძოლის საშუალება მოგვცეს“, - იხსენებს ქართველი მოჭიდავე. — ამერიკელთან ფინალურ ბრძოლამდე ვიცოდი, რომ მსაჯები ყველა ღონეს იხმარდნენ ამერიკელის სასარგებლოდ. ჩვენი ბრძოლა, განრიგის საწინააღმდეგოდ, ბოლოს გადაიტანეს - მძიმეწონოსნების შემდეგ. ორგანიზატორები უკვე ელოდნენ, როგორ გაჟღერდებოდა ამერიკის ჰიმნი ჭიდაობის ტურნირის ფინალში.
 
ხალიჩაზე გავედი. სანამ მსაჯმა დაწყების სასტვენს ჩაბერავდა პავლოვს ჟესტით მოვუხმე. „არ მინდა შახმურადოვის დარიგებები (იური შახმურადოვი - იმ დროს სსრკ-ს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო). ის გაოცდა. "ვინ გინდა?" „მახლობლად კრივის მწვრთნელი დგას. მას ჭიდაობის არაფერი ესმის. ნება მიეცით მას ერთი წუთი დამითმოს".
 
იური რომ დარჩენილიყო, ალბათ ჩხუბის დროს ხმამაღლა რამეს შემომთავაზებდა. მსაჯები ამას აუცილებლად გაითვალისწინებდნენ და გაფრთხილებას მომცემდნენ. ხოლო, რა შეიძლება მირჩიოს მოკრივემ? შესვენების დროს ის მხოლოდ იმეორებდა: „მიდი, მიდი...“.
ამერიკელს ჩემი დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ სამი გაფრთხილებით მომხსნიდნენ ბრძოლიდან.
 
მაგრამ წესების მიხედვით, ერთ სამ წუთიანში, ორზე მეტის მიცემა შეუძლებელი იყო. ამიტომ, თავიდანვე შეგნებულად დავუთმე მეტოქეს ქულა და აი, ბოლო სამი წუთი. რამდენიმე ილეთს ვუსრულებ ამერიკელს და და წინ გავდივარ. შემდეგ კი, ერთმანეთის მიყოლებით, სამი გაფრთხილებას მიცხადებენ. თუმცა, უკვე გვიანია ნურას უკაცრავად ბატონებო წესი წესია! თქვენ არ გაქვთ უფლება ორზე მეტი გაფრთხილების მოცემის უფლება. ასე რომ, მე ყველას ვაჯობე. მე ხომ შებერტყილი საგარეჯოელი ლევანა ვარ!.."
analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way