USD 2.6800
EUR 2.8848
RUB 2.9378
თბილისი
როგორ შეუქმნა მესროპმა ქართველებს დამწერლობა, სინამდვილეში კი როგორ იყო
თარიღი:  1544
ზვიად ქადარია - წერილი არ არის განკუთვნილი მათთვის ვინც ცუდად იცის საქართველოს ისტორია
 
ადრე, წერილი დავდე ფეისბუკზე, თუ რა საბაბით იჩემებენ სომხები მცხეთის ჯვარს და რა მამტკიცებული საბუთი აქვთ, ქართული ხუროთმოძღვრების ეს შედევრი, მათი აშენებული რომაა.
 
ახლა კი სომეხთა ანბანის „შემქმნელ“ მაშტოცის შესახებ ვიტყვი, ღვთაებრივი ნებით რომ მიეცა მას, ქართველებისთვისაც შეექმნა ანბანი.
დავიწყოთ იმით და ვნახოთ, ქართული დამწერლობის შექმნის ამბავს, როგორ გვაუწყებს სომხური წყარო: - - „რაც შეეხება მესროპს, იგი წავიდა ქართველთა ქვეყანაში და მადლის ზეგარდმო მინიჭებით მათაც შეუქმნა ანბანი ვინმე ჯალასთან ერთად, (სომხური წყარო მისდაუნებურად ამობს, რომ მხოლოდ მაშტოცს არ შეუქმნია ქართული ანბანი, არამედ ვინმე ჯალასთან ერთად, თუმცა ეგ არაა მთავარი. მთავარს და რეალურს ქვემთ ვიტყვი, მანამდე გავაგრძელოთ სომხური წყაროს კითხვა) რომელიც ბერძნული და სომხური ენებიდან თარგმნიდა (ანუ სომხური წყარო აქაც, მისდაუნებურად ამბობს, რომ მაშტოცის ქართველთა ქვეყანაში დაახვედრეს ვინმე ჯალა, რომელიც ბერძნულიდან და სომხურიდან თარგმნიდა,) - მესროპს ხელს უწყობდნენ იმათი მეფე ბაკური და მოსე ეპისკოპოსი. (იხ. ხორენაცი - „სომხეთის ისტორია“ მთარგმნელ რედაქტორი ა. აბდალაძე 1984წ. გვ. 224).
 
ახლა მოდით სომხების ეს სათავისოდ და ქართველთა დასაკნინებლად ნათქვამი, ობიექტურად წავიკითხოთ და ვნახოთ რა ისტორიული სურათი დაიხატება, იმ დროისთვის როცა სომეხი მაშტოცი, ანბანს "უქმნიდა" ქართველებს;
 
მესროპი მოდის ქართლში, ხვდება ვინმე ჯალას, ფალაურის, სომხურისა და ბერძნული ენების მცოდნეს, მასთან მოთათბირების შემდეგ ხვდება ქართველთა მეფე ბაკურს და გამოსთხოვს ნებას, როგორც ქრისტეანი, ქრისტეანს, დაეხმარონ ქართველები და უზიარონ სომხებს ანბანი, რათა სომხებისთვისაც შეიქმნას შესაძლებლობა, მშობლიურ ენაზე გაეცნონ ბიბლიას.
 
რადგან აქობამდე, სომხები ბერძნულ ენას იყენებდნენ წმიდა წერილის გასაცნობად, ახლა, როცა სპარსელთა ქვეშევრდომობაში მოექცნენ, სპარსელები უშლიან სომხებს ბერძნულად წერას და ლაპარაკს, არადა წიგნები სომხურად არ აქვთ და რომ არ გასპარსდნნენ, ქართველთა მეფე ბაკურისგან ითხოვენ შემწეობას, რათა მეფემ ნება დართოს მწიგნობარ ჯალას სომხებსაც უწილადოს წიგნიერი ცოდნა. მათაც რომ შეძლონ ბიბლიას მშობლიურ ენაზე ეზიარონ.
 
დაუჯერებელია ალბათ ბევრისთვის, ეს ასე რომ იქნებოდა. ამიტომ მოდით იმ დროინდელი ისტორიული სურათი დავხატოთ და ვნახოთ, რა უფრო მართალი შეიძლება იყოს, მესროპის მიერ ქართველებისთვის ანბანის შექმნა თუ სომხების მიერ ჯერ ეთიოპური ანბანის სომხურად გასაღება და მერე, ეთიოპური ანბანი საკმარი რომ არ აღმოჩნდა ფონეტიკურად, სომხურ ენაზე ბიბლიის გადმოსაცემად, იქ ქართული ასო-ნიშნების წამატება.
 
დავიწყოთ იმით, რომ 387 წლიდან როცა სომხეთი ირანის შემადგენლობაში ექცევა და მეფობა უქმდება, მათთან ის პირობები შექმნა რომ საერო და საეკლესიო ცხოვრებაში საერთოდ აიკრძალა ბერძნული ენის გამოყენება.
 
ამის შემდეგ სომხურმა ეკლესიამ იწყო ფიქრი სომხურ ენაზე შექმნილიყო ბიბლია. ამისთვის კი საჭირო იყო ანბანის არსებობა, რომელიც არ ქონდათ. ბევრი ფიქრისა და წვალების შემდეგ, რომ არაფერი გამოუვიდათ, მესროპი გაემგზავრა ედესაში (ჩრ. მესოპოტამია), რომლის ცნობილ წიგნთსაცავში თითქოსდა სომხებს ეგულებოდათ ძველი, წარმართობის დროინდელი სომხური ანბანი.
რა თქმა უნდა ძველი, წარმართობის დროინდელი სომხური ანბანი იქ არ ყოფილა, რადგან ქრისტიანობამდელი არმენია, ელინისტური სახელმწიფო იყო და სამწერლო ენაც ბერძნული ქონდათ.
 
მესროპმა, ედესის წიგნსაცავში მიაგნო ეთიოპურ ენაზე დაწერილ წიგნებს. აქედან აიღო ასოები, რომლებიც
ბერძნული ანბანის რიგზე გააწყო და სომხურ ანბანად გამოაცხადა. ამის შემდეგ დაბრუნდა სომხეთში და იწყო ბიბლის თარგმნა სომხურად, მაგრამ მის მიერ „შექმნილი“ სომხური ანბანი ფონეტიკურად სწორად ვერ გამოხატავდა სომხურ სიტყვებს.
ამიტომაც იყო, თავდაპირველად უკან, ედესაში რომ დააპირა გაბრუნება მესროპმა, თუმცა მერე მიხვდა, რომ ედესაში გაბრუნებას აზრი არ ჰქონდა, რადგან, იმაზე მეტს მაინც ვერაფერს აიღებდა ეთიოპური ანბანიდან, რაც უკვე ჰქონდა. ამიტომაც იყო გადაიფიქრა და ქართლს რომ მოაშურა, რათა ქართველების ანბანის გამოყენებით მის მიერ „შექმნილი“ სომხური ანბანი დაეხვეწა.
 
მართალია მესროპმა ქართული არ იცოდა, მაგრამ კარგად უწყოდა, რომ ქართლს თავისი მწიგნობრობა ქონდა და ბაკურ მეფეს სთხოვა შეწევნა. მანაც, შემწეობა აღმოუჩინა მესროპს და მიამაგრა მწიგნობარ ვინმე ჯალას, რომელიც თარგმნიდა ბერძნულიდან და ფალაურიდან.
ახლა ოდნავ გადავუხვევ ისტორიიდან და სომხური ვერსიის ამღიარებლებს მივმართავ; იქნებ მოიკითხონ ფალაურ ენაზე „ჯალა“ რას ნიშნავს? კარგით, აღარ დაგზარდებით და გეტყვით; „ჯალა“, ფალაური ლექსიკიდან შემოსული სიტყვაა და მწერალს ნიშნავს. მესროპიც, როგორც ფალაური ენის მცოდნე, თანაც ბრწყინვალე მცოდნე (იხ. მისი ბიოგრაფი, მემატიანე კორიუნი) სწორედ ასე მოიხსენიებს მას, ვისთანაც ერთად, ქართული ანბანის შექმნას მიიწერს.
 
ხოლო, ახლა იმას თუ იტყვიან „კეთილისმსურველები“, კი ბატონო, ჯალა ფალაურად მწერალს ნიშნავს, მაგრამ ის ფალაური მწერლობის მცოდნეა და ქართული ანბანი მესროპის შექმნილიაო, არ დაგავიწყდეთ, თავად მესროპმა ბრწყინვალედ რომ იცოდა ფალაური და რიღასთვის მოვიდა მცხეთას, ქართველ ჯალასთან, ფალაურის ცოდნის კიდევ უფრო დასახვეწ-გასაღრმავებლად, თუ სათხოვნელად; - ბიბლიას ვთარგმნი სომხურად, ეთიოპური ანბანი ვერ გავაწყვე რიგიანად, ასოები მაკლდება, არ ვიცი რა ვქნა, იქნებ დამეხმაროო?
 
ვინც არ იცით, ეთიოპური დამწერლობა ჯერ კიდევ პირველი საუკუნიდან ჩამოყალიბდა კონსონანტურ დამწერლობად და მასში 26 ასო ნიშანი გამოიყენებოდა, ვიდრე სომხურ, აწ უკვე მკვდარ ენას, გრაბარს სჭირდებოდა, რომელშიც 36 ასო ნიშანია და რომელ ენაზეც საუბრობდა მესროპის დროინდელი სომხობა.
 
ჯალა მიეხმარა მესროპს ანბანის დახვეწაში და ამისთვის არ დაიშურა ქართული ასო ნიშნები. აი ამიტომაა სომხურ ანბანში ბევრ ასონიშანს რომელიც მსგავსია ქართულისა, განმასხვავებელ ნიშნად კუდები და ფეხები რომ აქვთ გამოსხმულ-გამობმული. აი ასე შეიქმნა ეთიოპურ ანბანიდან და შემდეგ ქართული ასო-ნიშნებით დაიხვეწა სიმხური ანბანი.
 
აქ კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვა; (ვეცდები რაც შეიძლება მოკლედ გადმოვცე)
როგორც ზემოთ აღვნიშნე, სომხეთში IV საუკუნიდან მეფობა გაუქმებულია და ეს ერთ დროს საკმაოდ ვრცელი ქვეყანა, ირანსა და აღ. რომის იმპერიას შორის არის განაწილებული. იმავე, IV საუკუნის დამდეგიდან, რომის იმპერიაში ქრისტიანულმა რელიგიამ სახელმწიფოებრივი სტატუსი შეიძინა, თუმცა იმ ხანად ბერძნულ-რომაულ ორთოდოქსიას (მართლმადიდებლობას) ჯერ კიდევ „ბრძოლა“ ქონდა აღმოსავლეთში ფეხმოკიდებულ მონოფიზიტობასთან, რომლებსაც ირანი უჭერდა მხარს.
 
სომხებმაც, სარწმუნოებად მონოფიზიტობა არჩიეს, რადგან პატრონისგან პირობა ჰქონდათ მიღებული, რომ მხოლოდ მონოფიზიტები, რომლებიც მტრობაში იყვნენ ბერძნულ ორთოდოქსებთან მიიღებდნენ შაჰის მხარდაჭერას, ბერძნული ორთოდოქსია კი სამუდამოდ
აიკრძალებოდა. არადა, ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 325 წელს, ყველა იქ დამსწრე ეკლესიამ უფალ იესუ ქრისტეს ორბუნებიანობა აღიარა.
 
მსოფლიო ისტორიიდან ცნობილია, რომ მეხუთე საუკუნის შუა ხანებიდან, როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილო კავკასია ირანს დარჩა. ამ დროს სომხეთში მეფობა კარგა ხნის გაუქმებული იყო. ქართლს მართალია მეფობის ინსტიტუტი შენარჩუნებული ჰქონდა, თუმცა ქვეყანაში მთავარ რელიგიად ცეცხლთაყვანისცემა შემოვიდა.
 
შაჰის ბრძანებით, ქრისტიანები მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდებოდნენ დევნისგან, თუ გამაზდეანდებოდნენ, ან უარეს შემთხვევაში ლოცვა-მსახურებას მონოფიზიტურ ყაიდაზე გადააწყობდნენ, საეკლესიო მსახურების ენად კი სომხური დააწესდებოდა.
ამის მერე მოდის ვახტანგ გორგასლის ლამის ნახევარსაუკუნოვანი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, შემდეგ კი ერთსაუკუნოვანი ჭიდილი აღ. რომის იმპერიასა და ირანს შორის კავკასიაში პირველობისათვის.
 
ამ მთელი საუკუნენახევრის მანძილზე, სომხურ ეკლესიას, ირანელთა წყალობით გაბატონებული ადგილი ეჭირა კავკასიის ალბანეთისა და ქართლის ეკლესიის მეთაურთან ურთიერთობაში, რასაც ბოლო მოუღო კირიონ ქართველთა კათოლიკოსმა და მცხეთის საყდარმა თავი დაიხსნა სომხური ეკლესიის გავლენისგან. ეს მოხდა 608 წელს.
 
სწორედ ამის შემდეგ წამოვიდა სომხებისგან სიძულვილის ნიაღვარი ქართველთა მიმართ. მეტიც, სომეხთა უტიფრობა იქამდეც კი მივიდა, რომ ქართველურ ტომთა ერთიან ერად ჩამოყალიბებაც კი, მესროპის „შექმნილ“ ქართულ ანბანს მიაწერეს.
 
აი ვნახოთ რა წერია კორიუნის ისტორიაში, რომელიც სწორედ რომ 608 წლის შემდეგ, ათასგზის არის ჩასწორებული სომეხი ბერების მიერ: – „ისინი (ქართველები) რომლებიც იყვნენ სხვადასხვა ტომები, მან (მაშტოცმა) შეკრა უფლისმიერი აღთქმით და ქმნა ერთიან ხალხად, რომლებმაც ამიერიდან იწყეს ერთი ღმერთის განდიდება. (კორიუნი თავი 15 -17)
 
ქართველთა დაკნინების მცდელობა სხვაც მრავლად მოიპოვება სომხურ მატიანეებში. მაგალითისთვის აბრაამ სომეხთა კათალიკოსის ეპისტოლეებიც გამოდგება, განხეთქილების ჟამს კირიონ ქართველთა კათალიკოსის მიმართ, რომ არის მიწერილი. (იხ. უხტანესი - „ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან“ - სომხური ტექსტი ქართული თარგმანითა და გამოკვლევით გამოსცა ზაზა ალექსიძემ).
 
ამ ჩემს შეძლებისდაგვარად მოკლე წერილში დაგანახეთ როგორია სომხური მოდგმის ბუნება ქართველთა მიმართ; ქართველებს, და ამ ბოლო დროს ზოგადად ყველას, თუ კი რამ თვალსაჩინო და სასარგებლო შეუქმნია, სომხის შემოქმედებად უნდა გასაღდეს. შენ კი, იდექი თავის მართლების რეჟიმში, რამდენიც გინდა. ( 21. 05. 21)
 
სპორტი
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.