USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Tbilisi
BMG: რკინიგზით საქართველოში შემოსული ტვირთების 51%-ი რუსულია
Date:  501

საქსტატის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული (არა ტრანზიტული) ტვირთების მოცულობამ 751 ათასი ტონა შეადგინა. ამ ტვირთების 51% საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 22%-ით, სხვა დანარჩენ ქვეყნებზე კი შემოტანილი ტვირთების ნაკადის 10-10%-ზე ნაკლები მოდის.

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზა 3 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით ნაკლებია.

სარკინიგზო გადაზიდვები კომპონენტების მიხედვით ასე იყოფა:

  • მთლიანი გადაზიდვები - 3 მილიონი ტონა, კლება წინა წელთან 6.7%;
  • ტრანზიტი - 1.7 მილიონი ტონა, კლება წინა წელთან 8.5%;
  • უცხოეთიდან საქართველოში ტვირთების შემოტანა - 751 ათასი ტონა, ზრდა წინა წელთან 13%;
  • საქართველოდან უცხოეთში ტვირთების გატანა - 263 ათასი ტონა, კლება წინა წელთან 4%;
  • ქვეყნის შიდა გადაზიდვები - 255 ათასი ტონა, კლება წინა წელთან 35%.

საქართველოდან უცხოეთში გაგზავნილი ტვირთებიდან (263 ათასი ტონიდან) ყველაზე მეტი ტვირთი 12.8% რუსეთში გავიდა, 9.1% სომხეთში; 8% კი ყაზახეთში.

რაც შეეხება სატრანზიტო გადაზიდვებს (1.7 მლნ ტონას) ამ ტვირთების 13.2%-ის დანიშნულების ქვეყანა თურქეთი იყო, 9.7% ნიდერლანდები, 5.3% უკრაინა, 3.8% ჩინეთი, 3.3% რუმინეთი, 2.5% იტალია, 0.8% კი აშშ-ზე მოდიოდა.

"2025 წლის I კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 79.8 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (33.8 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (27.8 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (18.2 პროცენტი),"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

წყარო:https://bm.ge/

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way