საქსტატის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული (არა ტრანზიტული) ტვირთების მოცულობამ 751 ათასი ტონა შეადგინა. ამ ტვირთების 51% საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 22%-ით, სხვა დანარჩენ ქვეყნებზე კი შემოტანილი ტვირთების ნაკადის 10-10%-ზე ნაკლები მოდის.
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზა 3 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით ნაკლებია.
სარკინიგზო გადაზიდვები კომპონენტების მიხედვით ასე იყოფა:
საქართველოდან უცხოეთში გაგზავნილი ტვირთებიდან (263 ათასი ტონიდან) ყველაზე მეტი ტვირთი 12.8% რუსეთში გავიდა, 9.1% სომხეთში; 8% კი ყაზახეთში.
რაც შეეხება სატრანზიტო გადაზიდვებს (1.7 მლნ ტონას) ამ ტვირთების 13.2%-ის დანიშნულების ქვეყანა თურქეთი იყო, 9.7% ნიდერლანდები, 5.3% უკრაინა, 3.8% ჩინეთი, 3.3% რუმინეთი, 2.5% იტალია, 0.8% კი აშშ-ზე მოდიოდა.
"2025 წლის I კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 79.8 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (33.8 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (27.8 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (18.2 პროცენტი),"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
წყარო:https://bm.ge/

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.