მთავრობამ "რიყის დოქების" საპრივატიზაციო აუქციონი ხელახლა გამოაცხადა. აუქციონზე გამოტანილი კომპლექსის საწყისი ღირებულება 71.25 მილიონი ლარია, რაც წინა აუქციონის ღირებულების ანალოგიური ფასია. წინა აუქციონი 5 მარტს დასრულდა და მასზე ამ ობიექტის შეძენით არავინ დაინტერესდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ახალი აუქციონი 10 დღეში უნდა დასრულდეს.
ეს "რიყის დოქების" პრივატიზებისთვის გამოცხადებული უკვე მესამე აუქციონია. პირველი აუქციონი 2020 წლის გაზაფხულზე გამოცხადდა, მაშინ ობიექტის ღირებულება 95 მილიონ ლარს შეადგენდა. აუქციონის ჩაშლიდან 1 წელში მთავრობამ ობიექტი 23.75 მილიონით უფრო იაფად გამოიტანა გასაყიდად, თუმცა ინვესტორთა ინტერესი ობიექტს არ მიუღია. მესამე აუქციონი ფასდაკლების გარეშე ცხადდება, ეს კი იმის გათვალისწინებით რომ წინა აუქციონიც 71.25 მილიონ ლარზე გამოცხადდა, ამ ობიექტის გაყიდვის ალბათობას ამცირებს. ამასთან, უცვლელია საინვესტიციო პირობაც ობიექტის შემძენმა ადგილზე 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა მოეწყოს. პროექტის საინვესტიციო ვალდებულება 10 მილიონი ლარია.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.
„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.