USD 2.7234
EUR 3.1695
RUB 3.5031
Tbilisi
BMG: "რედიქს ჯგუფის" მოიჯარე კომპანიებში ფინანსური პოლიციის შესვლაზე ლაშა პაპაშვილი განმარტებას აკეთებს
Date:  1201

„რედიქს ჯგუფში“ შემავალი „ტაბიძის ბიზნეს ცენტრის“ მოიჯარე კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლას ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილიც ადასტურებს.

როგორც მან BMG-ის განუცხადა, ფინანსურმა პოლიციამ სამი კომპანიის - „მეჯიქ როუდ ჯორჯიას“, „⁠ალბიონ სოფტის“ და „⁠ვივო გრუპ ინტერნეიშენალის“ ოფისები დალუქა.

მისივე თქმით, მცდარია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგამოძიებო სამსახური კომპანია BOS SELF-შიც იყო შესული.

„ჩვენი ინფორმაციით, წაღებულია მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა, ხოლო თანამშრომლები დაკითხვაზე იყვნენ გადაყვანილი.

საუბარია სამ ბიზნეს სუბიექტზე, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს მხოლოდ საიჯარო ურთიერთობები.

აღნიშნული კომპანიების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არის საჯარო. მათ საქმიანობაში რაიმე საეჭვო მოქმედება არასოდეს შეგვიმჩნევია. პირიქით ყოველთვის პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს, როგორც ბიზცენტრის შიდა განაწესის ზედმიწევნით დაცვაში, ასევე ფინანსურ ვალდებულებებში“, - აცხადებს „რედიქს ჯგუფის“ მფლობელი ლაშა პაპაშვილი.

ამასთან, როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, „რედიქს ჯგუფი“დედაქალაქსა და რეგიონებში რამდენიმე ბიზნეს ცენტრს (დაახლოებით 35.000მ2 ) მართავს და ჰყავს ასობით მოიჯარე.

„მათი საქმიანობის დეტალებში ჩვენ ვერ და არ ვერევით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება და კომპანიები შეძლებენ ჩვეულ რეჟიმში ოპერირებას“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

შეგახსენებთ: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ BMG-ის განუცხადა, რომ კომპანიებში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, თუმცა არც კომპანიები დაასახელა და არც ბიზნესცენტრის მისამართი, სადაც აღნიშნული კომპანიები იყო განთავსებული.

 

„გიდასტურებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ რამდენიმე კომპანიაში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე მიმდინარეობდა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, - გვითხრეს საგამოძიებო სამსახურში.

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way