USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
«TV France-2» (საფრანგეთი): „ომი უკრაინაში: მოკავშირეების მიერ კიევისათვის გაგზავნილი ტექნიკა ყოველთვის გამართული არ არის“
თარიღი:  648

ფრანგულმა ტელეარხმა „ფრანსე-2“-მა (France-2) 9 ივნისს, საღამოს, ეთერში გადასცა ვიდეოსიუჟეტი დასავლელ მოკავშირეთა მიერ უკრაინისთვის მიცემული სამხედრო ტექნიკის არასახარბიელო მდგომარეობის შესახებ, რომელიც ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სათაურით „ომი უკრაინაში: მოკავშირეების მიერ კიევისათვის გაგზავნილი ტექნიკა ყოველთვის გამართული არ არის“ (ავტორები - სილვია პერესი, ქეით კორმერი, ვასილ გრიშკო).

გთავაზობთ ვიდეოსიუჟეტის ტექსტურ ვერსიას მცირე შემოკლებით:

უკვე ნახმარი და დაზიანებული, დაობებული და სათადარიგო ნაწილების გარეშე - აი, ასეთ სამხედრო ტექნიკას უგზავნის დასავლეთი უკრაინას არცთუ იშვიათად. თანაც, როგორც უკრაინელები ამბობენ, რემონტითაც არცერთი გამომგზავნი თავს არ იწუხებს. ტელეარხი „ფრანსე-2“ ესაუბრა უკრაინელ მექანიკოსებს, რომლებიც ცდილობენ თავი შეიკავონ, არ გაბრაზდნენ და რიტირიკულ კითხვას სვამენ: „რა ვუყოთ ამდენ გამოგზავნილ ნაგავს?“.

„ჩვენ ვიმყოფებით უკრაინის არმიის ზურგის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე - დისლოკაციის ადგილი, ბუნებრივია, საიდუმლოა და არ გავამჟღავნებთ. სწორედ ამ ბაზაში შემოდის იმ სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებსაც დასავლელი მოკავშირეები უკრაინელებს უგზავნიან. აი, თქვენ ხედავთ ახლახან მიღებულ ამერიკულ ტექნიკას - ათამდე MaxxPro-ს მარკის ჯავშანტრანპორტერს, რომლებიც აუცილებელია ფრონტის ხაზზე ჯარისკაცთა მისაყვანად და პირიქით.  ბაზის ხელმძღვანელობამ, გამონაკლისის სახით, ნება დაგვრთო მათი მდგომარეობა ვიდეკამერით გადაგვეღო.

ვიქტორი, ტექმომსახურების პასუხისმგებელი პირი: „ამერიკული MaxxPro-ები ორი დღის წინ მივიღეთ. ეს სწორედ იმ დახმარების ნაწილია, რომელიც აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა. ჩვენ ეს ტექნიკა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გადმოგვცეს“.

ამ ჯავშანტრანსპორტიორებს ფრონტის ხაზზე უკრაინელი ჯარისკაცები მოუთმენლად ელოდებიან, მაგრამ ტექნიკა, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში ევროპაში მდებარე ამერიკის სამხედრო ბაზაზე ღია ცის ქვეშ იდგა, ჯერ-ჯერობით გამოუყენებელია.

ვიქტორი (კაბინაში ზის): აი, შეხედეთ საქარე მინას... დანისლულია და არაფერი ჩანს. ხომ ატყობთ, როგორ არის დაზიანებული? მძღოლი ვერაფერს დაინახავს, განსაკუთრებით ღამით, როცა მათ ხშირად უწევთ სიარული. გარდა ამისა, შევამოწმეთ ყველა ელექტრული სისტემა და დამცველები - არცერთი არ ვარგა, დაობებულია. იმიტომ, რომ დიდხანს იყვნენ სინესტეში და არავის მომსახურება არ გაუწევია. მაგრამ ყველაზე მეტად საქარე მინები გვადარდებს, რაც ნამდვილ გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. ასეთი მარკისა და მოდელის მინები უკრაინაში არ მზადდება. ჩვენ მივმართეთ მწარმოებელ ქარხანას და უკეთეს შემთხვევაში თვენახევარი ლოდინი მოგვიწევს“.

ამერიკიდან მოწოდებას მინიმუმ თვენახევარი ჭირდება, აქაც რემონტი - ერთი კვირა, ამასობაში კი დრო მიდის. კიდევ კარგი, რომ უკრაინელი მექანიკოსები ნამდვილი გამომგონებლებად გადაიქცნენ.

შევდივართ კიდევ ერთ საწყობში, სადაც რამდენიკე ფრანგული ჯავშანტრანსპორტიორი „რენო“ (Renault) დგას. ჩვენებმა უკრაინელებს ძველი ტექნიკა გამოუგზავნეს, ახლები კი თავისთვის დაიტოვეს. სამწუხაროდ, ამ მანქანების სავალი ნაწილის ღერძები ან გაცვეთილია, ან გატეხილი..

ოლეგი, მექანიკური სახელოსნოს უფროსი: „მე არ ვიცი, რა ვუყო ამ ნაგავს. „რენოების“ შეკეთება ჩვენს ძალებს აღემატება“.

სახელოსნოს უფროსი ცდილობს გაღიზიანება და ბრაზი დამალოს. მის თანამშრომლებს უცხოეთიდან მოწოდებული ტექნიკის მომსახურება აუტანელ „თავის ტკივილად“ გადაექცათ.

ოლეგი: „სათადარიგო ნაწილები აბსოლუტურად არ გვაქვს. ამიტომ შემდუღებელი აპარატის მეშვეობით „ყველაფერს ვაკერებთ, რისი დაკერებაც კი შეიძლება. ძველი საბჭოური დეტალების გადაკეთებას და გაჩარხვას როგორღაც ვახერხებთ“.

უამრავი თხოვნის მიუხედავად, მოკავშირეები ბაზას სათადარიგო ნაწილებს არ აწოდებენ.

ჩვენ კიდევ ერთ ბაზაზე ვიმყოფებით, რომლის მომსახურე პერსონალი დასავლეთიდან მეთოდისტებისა და ინსტრუქტორების გამოგზავნას ითხოვს.

ვიაჩესლავი, ბაზის უფროსის მოადგილე: „თუ ჩვენი მოკავშირეები სპეციალისტების გამოგზავნას აპირებენ, მაშინ უმჯობესი იქნება ტექნიკოსები გამოგზავნონ. ჩვენთვის აუცილებელია, რომ ორი უცხოელი სპეციალისტი მაინც გვყვავდეს ადგილზე მუდმივ რეჟიმში, რომ დაგვეხმაროს და დრო ტყუილად არ დავკარგოთ“.

სანამ დასავლელები მოვლენ, ბაზის ხელმძღვანელობა დამხმარეებს ადგილობრივ მოსახლეობაში დაეძებს, გამოცდილი ავტომექანიკოსების სახით. საკმარისია შეხედოთ ამ ნაჩუქარი ჯავშნიანი ტექნიკის „სასაფლაოს“, რომ მდგომარეობის მასშტაბი ობიექტურად შეაფასოთ. უკრაინას სასწრაფოდ ჭირდება გაუმართავი ტექნიკის გამართვა და მათი ექსპლოატაციაში გაშვება.

წყარო: https://www.francetvinfo.fr/monde/europe/manifestations-en-ukraine/guerre-en-ukraine-l-equipement-militaire-envoye-par-les-allies-pas-toujours-en-bon-etat_6592512.html

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის