USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
BMG: რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ახლო აღმოსავლეთის ომმა ამ დროისთვის?
თარიღი:  689

ირანთან ომის დაწყების შემდეგ ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა. იერიშების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს რეგიონის ექვსი სხვადასხვა სახელმწიფოს უწყებებმა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, გოგონათა დაწყებით სკოლაზე თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი მოსწავლე დაიღუპა. მსხვერპლის საერთო რაოდენობაზე მონაცემები ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა აშშ-ში დაფუძნებული „ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს“ ინფორმაციით, ქვეყანაში სულ მცირე 133 სამოქალაქო პირია მოკლული.

ისრაელის ეროვნული სამაშველო სამსახურის მონაცემებით, სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. გარდაცვლილთაგან ცხრა ქალაქ ბეით-შემეშში, ბომბსაფარზე სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილსა და დედაქალაქ ბეირუთზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანია მოკლული.

ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფების, „სახალხო მობილიზაციის ძალების“ შტაბ-ბინაზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი თავდასხმის შედეგად ორგანიზაციის ოთხი წევრი დაიღუპა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ირანის საპასუხო სარაკეტო დარტყმების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.

ქუვეითში მიმდინარე ესკალაციას სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ დაადასტურა.

წყარო:https://bm.ge/

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის უპრეცედენტო ესკალაცია აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმებით დაიწყო, რასაც თეირანის უზენაესი ლიდერი ემსხვერპლა. საპასუხოდ, ირანმა და მისმა მოკავშირეებმა მასშტაბური იერიშები ისრაელის, აშშ-ის სამხედრო ობიექტებისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით წამოიწყეს, რამაც საომარი მოქმედებების არეალი მთელ რეგიონზე გააფართოვა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის