USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
BM.GE: რამდენად დაცულია საპენსიო დანაზოგები? - სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პასუხი
თარიღი:  836

რამდენად დაცულია ჩვენი საპენსიო დანაზოგები ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში - აღნიშნული კითხვა BMG-მ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი ჭიჭინაძეს დაუსვა.

მისი მტკიცებით, საპენსიო დანაზოგებთან დაკავშირებით, მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს. ჭიჭინაძე ამის დასტურად 2020 წელს, კოვიდ პანდემიას და კრიზისს იშველიებს, როცა თანხასთან დაკავშირებით შიში არსებობდა.

"ამ მიმართულებით კანონში რადიკალურად არაფერი შეცვლილა ისეთი, რომ საპენსიო სააგენტოს დაცულობას რამე საფრთხეს უქმნიდეს. საზოგადოებამ იცის, რომ 2020 წელს დავიწყეთ ინვესტირებები, ამ დროს იყო კრიზისიც და კოვიდ პანდემიაც. ყველა მხარე ითხოვდა ამ თანხებზე ინფორმაციას და მაშინაც იყო ბევრი კითხვის ნიშანი, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა. მაშინ, დარწმუნდა საზოგადოება რომ საფრთხე არ არსებობდა. ზუსტად ასეა ახლაც. რადიკალურად მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. კანონში მხოლოდ მმართველობის ნაწილი შეიცვალა. ყველა სხვა საკითხი უცვლელია.

ამონაგები ძალიან შთამბეჭდავია. მზარდია და მართალია ეს არა აუდირებული ინფორმაციაა, მაგრამ , 2023 რომ 2024-ს შევადაროთ, ბოლო 1 წლის განმავლობაში 1.7 მლრდ-ით გაიზარდა ფონდი და აქედან, მხოლოდ 500-600 მლნ არის ამონაგების ზრდა. შესაბამისად, ძალიან პოზიტიური ტენდენციაა როგორც ადგილობრივ, ისევე გარე ბაზარზეც", - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ bm.ge-სთან.

შეგახსენებთ, საქართველოს საპენსიო ფონდის ზომა უკვე 6 მლრდ ლარია. 2025 წლიდან მოქალაქეების საპენსიო დანაზოგების ეფექტიანად ინვესტირებაზე პასუხისმგებელი იქნება საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო, რომლის წევრები კონკურსის გზით შეირჩევიან, მაგრამ დანიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აღნიშნული ცვლილება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის ზაფხულში განხორციელდა. შედეგად, საქართველოს საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა, იქმნება საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო - მმართველობითი საბჭო.

 

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს 6 თვის ანგარიში მოისმინეს.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის