USD 2.7130
EUR 3.1672
RUB 3.2974
Tbilisi
რამ გამოიწვია რუსეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა და რა შეიძლება მოხდეს მომავალში? - ზურაბ ბატიაშვილი
Date:  748
აქამდე არასოდეს ყოფილა ასეთი დაძაბული სიტუაცია რუსეთ-აზერბაიჯანს შორის. რამ გამოიწვია ეს დაძაბულობა და რა შეიძლება მოხდეს მომავალში?
 ესკალაციის ეს ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის ქ. ეკატერინბურგში რუსი "სამართალდამცავები" შევარდნენ იქ მცხოვრები აზერბაიჯანელების ოჯახებში თითქოსდა 24 წლის წინ მომხდარ მკვლელობასთან მათი კავშირის დადგენის მიზნით. ამ ინციდენტს 2 ეთნიკური აზერბაიჯანელის სიცოცხლე შეეწირა, რასაც ბუნებრივია, აზერბაიჯანში უკმაყოფილება მოჰყვა;
 
სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ ეს ოჯახი ყარაბაღის ომის შედეგად იქცნენ ლტოლვილებად (რაშიც დიდია რუსეთის როლი) და რუსების დიდი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვეს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე;
 
 ამ ინციდენტამდე იყო გროზნოს თავზე აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის დაცხრილვა და მერე ჩამოვარდნა, რასაც უამრავი უდანაშაულო აზერბაიჯანელის სიცოცხლე შეეწირა (რუსეთს დღემდე ბოდიში არ მოუხდია ამ ამბავზე). შედეგად, ალიევი არ ჩავიდა 9 მაისს მოსკოვში გამართულ აღლუმზე, რითაც რუსები კიდევ უფრო დაიბოღმნენ;
 
 ეკატერინბურგში მომხდარი ინციდენტის შემდეგ აზერბაიჯანმა შეწყვიტა თანამშრომლობა რუსეთთან, უარი თქვა რუსეთის დელეგაციის მიღებაზე, გააუქმა რუსი მომღერლების კონცერტები ბაქოში და დააკავა "სპუტნიკ აზერბაიჯანის" ხელმძღვანელი პირები (რეალურად კი ეფესბეს აგენტები). აგენტების ასე საჯაროდ დაჭერები მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც უკიდურესად დაძაბულია ურთიერთობები (მაგალითად, ყველას კარგად გვახსოვს საქართველოში მოქმედი რუსეთის აგენტების საჯარო დაკავებები 2008 წლის ომამზე);
 
 რა თქმა უნდა, რუსეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა ამით არ დასრულდება და მას თავისი გაგრძელება ექნება. რუსეთი ყველანაირად შეეცდება დამატებითი პრობლემები შეუქმნას აზერბაიჯანს. თუმცა, მას ამისთვის შეზღუდული რესურსები გააჩნია, რადგან მთელი თავისი შესაძლებლობებით უკრაინასთან ომშია ჩაფლული. ანუ პირდაპირი გაგებით, მეორე ფრონტის გახსნის საშუალება მას არ გააჩნია;
 
 თან მოსკოვს "დაკარგული" აქვს სომხეთიც. ისე, მოხერხება ხომ გინდა, სომხეთიც და აზერბაიჯანიც ერთდროულად გადაიმტერო საშვილიშვილოდ. ეგეც თქვენი რუსეთის "ბრძნული" პოლიტიკა;
 
 ამჟამინდელი კონფლისტის მთავარი მიზეზი კი მაინც ისაა, რომ მოსკოვი ვერ ეგუება აზერბაიჯანის (ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების) დამოუკიდებლობას;
 
მანამდე კი, 4 ივლისს აზერბაიჯანში ელიან თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტს. თურქეთსა და აზერბაიჯანს სამხედრო კავშირი (ე.წ. "შუშის დეკლარაცია") აქვთ გაფორმებული, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ მათგანზე თავდასხმა მეორეზე თავდასხმასაც ნიშნავს;
 
არ დაგვავიწყდეს, რომ ყარაბაღის მეორე ომის დროს 2 თურქული F16 მორიგეობდა განჯის აეროდრომზე (რუსეთის შეკავებისთვის). არც ახლა დაიხევს თურქეთი უკან მოძმე აზერბაიჯანის დაცვის საქმეში. თუმცა, ცალკე აღებული არც აზერბაიჯანია ადვილად ხელწამოსაკრავი ქვეყანა;
 
საინტერესო დროებაში ვცხოვრობთ. წარმატებები აზერბაიჯანს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში!
 
tbilisi
ნაძალადევის რაიონში, გზის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება
დაისის პირველი შესახვევის N13-თან გზის დამჭერი საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
 
ნაძალადევის რაიონში, გზის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება. ამჯერად, კიდევ ერთი საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაისის პირველი შესახვევის N13-თან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 17 მეტრი სიგრძის და 4 მეტრი სიმაღლის კედელი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება ლითონის უსაფრთხოების მოაჯირი.
 
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 100 000 ლარია გათვალისწინებული.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way