USD 2.6742
EUR 3.1521
RUB 3.4899
თბილისი
BMG: რა საინვესტიციო ქონებას ფლობს "საქართველოს განვითარების ფონდი"
თარიღი:  480

"საქართველოს განვითარების ფონდმა" (ყოფილმა საპარტნიორო ფონდმა) საკუთარ ვებგვერდზე, კატეგორიაში "რას ვთავაზობთ" ფონდის საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ქონების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. უძრავი ქონება განლაგებულია თბილისში, ქობულეთში, ბორჯომში, კახეთსა და სხვა რეგიონებში და ისინი სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ფონდი, როგორც წესი, სხვადასხვა პროექტში მონაწილეობისას იყენებს სხვადასხვა მოდელს, ეს შეიძლება იყოს წილობრივი პარტნიორობა, სესხის გარანტირება, სინდიცირებული სესხის გაცემა და სხვა. ასევე, ფონდი კონკრეტულ პროექტებში შეიძლება შევიდეს პარტნიორის სახით ისე, რომ პროექტი მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე განხორციელდეს და პროექტში ინვესტორს გამოსყიდვის უფლება მიეცეს.

ფონდის ვებგვერდის თანახმად, ისინი თბილისის ზღვასთან ფლობენ 1.3 მილიონი კვადრატული მეტრის საინვესტიციო უძრავ ქონებას. 19 მაისს BMG-მ სწორედ აღნიშნული უძრავი ქონების შესახებ გამოაქვეყნა სტატია სათაურით, რომ ფონდი აღნიშნული უძრავ ქონების ინვესტორებზე გაყიდვას გეგმავდა, თუმცა BMG-ის ფონდში უთხრეს, რომ ეს არ იყო სწორი, რადგან საინვესტიციო ქონების რუკაზე მათ მიერ დატანილი ობიექტები პირდაპირ არ იყიდება და საინვესტიციო პროცესი გულისხმობს მათ მიერ საინვესტიციო წინადადებების შეფასებას და აღნიშნულის საფუძველზე გადაწყვეტას, თუ რა სახით შევლენ თითოეულ პროექტში პარტნიორის სახით, მათ შორის ეს აღნიშნულ საინვესტიციო ქონებებსაც შეეხება.

"მოგეხსენებათ, საქართველოს განვითარების ფონდის დაფინანსების ერთ-ერთ ინსტრუმენტს არაფულადი თანამონაწილეობით (მათ შორის, უძრავი ქონებით) საინვესტიციო პროექტების დაფინანსება წარმოადგენს, შესაბამისად, ფონდის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება გამოიყენება საინვესტიციო მიზნობრიობით. დეტალური ინფორმაცია არსებული უძრავი ქონების შესახებ განთავსებულია ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე (საინვესტიციო ქონება). დაინტერესებული ინვესტორებისთვის მათი შეთავაზება სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელების მიზნით ხდება. ფონდი თავის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების საინვესტიციო პროექტებში გამოყენებით, დამატებით ღირებულებას სძენს მსგავსი ტიპის აქტივებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფონდს არ მოუხდენია მიწების რეალიზაცია საინვესტიციო პროექტის ან გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე. პროექტში უძრავი ქონებით მონაწილეობის შემთხვევაში, ფონდის თანამონაწილეობის განსაზღვრა ხდება საბაზრო და კომერციული პირობების დაცვით," - ნათქვამია ფონდის მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

საქართველოს განვითარების ფონდის (ყოფილი საპარტნიორო ფონდის) საინვესტიციო ქონების ჩამონათვალი:

თბილისის ზღვა

ქონება: მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოიცავს ლანდშაფტ-რეკრეაციულ ზონას, საცხოვრებელ, სატყეო და ჰიდროლოგიურ ზონებს.

მდებარეობა: თბილისი, თბილისის ზღვა

საკადასტრო კოდი: 01.12.21.001.560; 01.12.21.001.539; 01.12.21.001.563; 01.12.10.007.083; 01.12.10.007.084; 01.12.10.007.081; 01.12.10.007.077; 01.12.10.007.082; 01.12.10.007.080; 01.12.10.007.079; 01.12.10.007.076;
01.12.15.001.041; 01.12.15.001.040; 01.12.15.001.034; 01.12.15.001.037;
01.12.15.001.036; 01.12.15.001.030; 01.12.15.001.032; 01.12.15.001.039;
01.12.15.001.031; 01.12.15.001.033; 01.12.15.001.035; 01.12.15.001.038;
01.12.15.001.052; 01.12.15.001.042; 01.12.15.001.050; 01.12.15.001.044;
01.12.15.001.063; 01.12.15.001.054; 01.12.15.001.043; 01.12.15.001.048;
01.12.15.001.101; 01.12.15.001.049; 01.12.15.001.046; 01.12.15.001.047;
01.12.15.001.045; 01.12.15.001.053; 01.12.15.001.055; 01.12.15.001.056;
01.12.15.001.051; 01.12.15.004.008; 01.12.15.004.005; 01.12.21.001.567;
01.12.21.001.317; 01.12.21.001.532; 01.12.21.001.284; 01.12.21.001.267;
01.12.15.004.004; 01.12.21.001.243; 01.12.21.001.348; 01.12.21.001.530;
01.12.21.001.531; 01.12.21.001.568;

მიწის ფართი: 1,275,915 კვ.მ.

მესაკუთრე: საქართველოს განვითარების ფონდი

მიმდინარე სტატუსი: თავისუფალი

საუკეთესო დანიშნულება: საცხოვრებელი კომპლექსი

დიდი ლილო

ქონება: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები სოფელ, დიდი ლილოს შესასვლელთან.

მდებარეობა: თბილისი, დიდი ლილო.

საკადასტრო კოდი: 81.08.18.494; 81.08.21.582; 81.08.18.495; 81.08.21.581

მიწის ფართი: 194,621 კვ.მ.

მესაკუთრე: საქართველოს განვითარების ფონდი

მიმდინარე სტატუსი: თავისუფალი

საუკეთესო დანიშნულება: ინდუსტრიული გამოყენების

ოქროყანა

ქონება: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები ოქროყანაში.

მდებარეობა: თბილისი, ოქროყანა.

საკადასტრო კოდი: 01.15.01.003.019; 01.15.01.004.013; 01.15.01.003.021

მიწის ფართი: 20 871 კვ.მ.

მესაკუთრე: საქართველოს განვითარების ფონდი

მიმდინარე სტატუსი: თავისუფალი

საუკეთესო დანიშნულება: კომერციული უძრავი ქონება

აღმაშენებლის ჩრდილოეთით 381, ქობულეთი

ქონება: ვაკანტური მიწის ნაკვეთი ზღვის პირველ ზოლში ქობულეთში

მდებარეობა: ფიჭვნარის მიმდებსრედ, ქობულეთის დასაწყისში

საკადასტრო კოდი: 20.42.01.182

მიწის ფართი: 70,073 კვ.მ.

მესაკუთრე: საქართველოს განვითარების ფონდი

მიმდინარე სტატუსი: თავისუფალი

საუკეთესო დანიშნულება: საყოფაცხოვრებო კომპლექსი

გეჯეთი, სენაკი

ქონება: 216,8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, თევზის მოშენების 15 ტბორით

მდებარეობა: სენაკის მუნიციპალიტეტი, გეჯეთი

საკადასტრო კოდი: 44.14.23.418

მიწის ფართი: 2,168,568 კვ.მ.

მესაკუთრე: საქართველოს განვითარების ფონდი

მიმდინარე სტატუსი: თევზის სატბორე მეურნეობა

საუკეთესო დანიშნულება: თევზის სატბორე მეურნეობა

პატარა კუხი, დედლაური, ხონი

ქონება: ვაკანტური მიწის ნაკვეთები და ერთი ძველი ფერმის ტიპის შენობა. ძირითადად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურებისთვის

მდებარეობა: პატარა კუხი, დედლაური, ხონი

საკადასტრო კოდი: 37.06.40.007; 37.07.46.239; 37.06.32.009; 37.06.40.005; 37.06.32.037; 37.06.32.055წ

მიწის ფართი: 579 981 კვ.მ.

შენობის ფართი: 300 კვ.მ.

მესაკუთრე: საქართველოს განვითარების ფონდი

მიმდინარე სტატუსი: თავისუფალი

საუკეთესო დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო მიზნობრიობის

ქუთაისი, აბაშიძე- ყოფილი მთავრობის სახლი

ქონება: მიწის ნაკვეთი შენობით, ყოფილი მთავრობის სახლი

მდებარეობა: ქუთაისი

საკადასტრო კოდი: 03.01.22.164

მიწის ფართი: 10,375 კვ.მ.

შენობის ფართი: 4327,25 კვ.მ.

მესაკუთრე: საქართველოს განვითარების ფონდი

Current Use: not in use

Highest and Best Use: Shopping center

მესხეთის ქ. 16, ბორჯომი

ქონება: მიწა და შენობა, ბორჯომი-ლიკანის მიმდებარედ

მდებარეობა: ბორჯომი

საკადასტრო კოდი: 64.23.05.033; 64.23.05.030; 64.23.05.029; 64.23.05.032

მიწის ფართი: 234,425 კვ.მ.; 2,565.7კვ.მ.

მესაკუთრე: საქართველოს განვითარების ფონდი

მიმდინარე სტატუსი: თავისუფალი

საუკეთესო დანიშნულება: კომერციული უძრავი ქონება

ტყვარჩელის 55, ტყიბული

ქონება: მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ადმინისტრაციული და სამრეწველო შენობებით

მდებარეობა: ტყვარჩელი, ტყიბული.

საკადასტრო კოდი: 39.01.30.108; 39.01.30.002; 39.01.30.107

მიწის ფართი: 31 594 კვ.მ.

შენობების ფართი: 8216,73 კვ.მ.

მესაკუთრე: საქართველოს განვითარების ფონდი

მიმდინარე სტატუსი: თავისუფალი

საუკეთესო დანიშნულება: ინდუსტრიული გამოყენების

ღარი, ონი

ქონება: ვაკანტური მიწის ნაკვეთები ონში

მდებარეობა: ონის მუნიციპალიტეტი

საკადასტრო კოდი: 88.11.21.114; 88.11.21.272; 88.11.21.274

მიწის ფართი: 7297 კვ.მ.

მესაკუთრე: საქართველოს განვითარების ფონდი

მიმდინარე სტატუსი: თავისუფალი

საუკეთესო დანიშნულება: კომერციული უძრავი ქონება

ორთაშენი, გორი

ქონება: მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული სამრეწველო და სასაწყობე შენობებით

მდებარეობა:გორი, ოთარშენი, ავტომაგისტრალთან ახლოს

საკადასტრო კოდი: 66.44.01.011

მიწის ფართი: 38 876 კვ.მ.

შენობის ფართი: 12,081,41 კვ.მ.

მესაკუთრე: საქართველოს განვითარების ფონდი

მიმდინარე სტატუსი: თავისუფალი

საუკეთესო დანიშნულება: ინდუსტრიული გამოყენების

რუსთავის გზატკეცილი 17, რუსთავი

ქონება: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები

მდებარეობა: რუსთავი მიმავალ გზატკეცილთან, სენდვიჩ პანელების და სოკოს ქარხნების მიმდებარედ

საკადასტრო კოდი: 02.08.01.159; 02.08.01.122; 02.08.01.045; 02.08.01.050; 02.08.01.051

მიწის ფართი: 357 622 კვ.მ.

შენობის ფართი: 2200 კვ.მ.

მესაკუთრე: საქართველოს განვითარების ფონდი

მიმდინარე სტატუსი: თავისუფალი

საუკეთესო დანიშნულება: ინდუსტრიული გამოყენების

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

ქონება: ვაკანტური მიწის ნაკვეთები სოფელ პალდოსთან, ირგვლივ არის
ძირითადად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურებისთვის

მდებარეობა: გიორგიწმინდა, საგარეჯო

საკადასტრო კოდი: 55.28.51.002.603; 55.28.51.002.602; 55.28.51.002.601; 55.28.51.000.086; 55.12.69.000.391; 55.28.51.000.132; 55.12.69.000.120; 55.12.69.000.390

მიწის ფართი: 2,117,758 კვ.მ.

მესაკუთრე: საქართველოს განვითარების ფონდი

მიმდინარე სტატუსი: თავისუფალი

საუკეთესო დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო გამოყენების

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ქონება: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

მდებარეობა: სოფელი მაწიმი, ლაგოდეხსა და აზერბაიჯანის საზღვარს შორის, ცენტრალური გზის პირას

საკადასტრო კოდი: 54.02.51.244

მიწის ფართი: 109,137კვ.მ.

მესაკუთრე: საქართველოს განვითარების ფონდი

მიმდინარე სტატუსი: თავისუფალი

საუკეთესო დანიშნულება: კომერციული მიზნობრიობის

2025 წლის მაისში "საქართველოს განვითარების ფონდმა" მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარეალიზაციო ღირებულების დადგენის მიზნით, 28 ათასი ლარის კონტრაქტი გააფორმა აუდიტორულ კომპანია Moore ABC-თან, რომელსაც თბილისში, სენაკში, ბორჯომში, რუსთავსა და გარდაბანში ფონდის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეფასება დაევალა.

საზოგადოება
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 25 თებერვალი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს ბოლშევიკურირუსეთის არმიამ აიღო თბილისი, დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სასტიკი და სისხლიანი კომუნისტური რეჟიმი დაამყარა საქართველოში. 1921 წლის თებერვლის მოვლენების გახსენება იუნკრების გარეშე წარმოუდგენელია, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას გმირულად შესწირეს თავი ქართველმა იუნკრებმა, თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა.კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, 23 თებერვალი კი იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა.

იუნკერთა სამხედრო სკოლა 1919 წლის აგვისტოში გაიხსნა გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ.  სამხედრო ხელოვნებას სულ 182 იუნკერიეუფლებოდა (“იუნკერ”  გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ- ოფიცერს ნიშნავს).

 ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა.სკოლის ხელმძღვანელმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, თანაშემწედ პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე მიიწვია. 

სამხედრო სკოლის სახელი და მისი მნიშვნელობა არ გამოჰპარვიათ საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც. 1920 წლის მაისის დასაწყისში, აზერბაიჯანის იოლი გასაბჭოებით გათამამებული ბოლშევიკები წითელი დროში აღმართვას საქართველოშიც ესწრაფვოდნენ. თავდასხმა 2 მაისს, ღამით მოხდა. სკოლამ თავდასხმა ღირსეულად მოიგერია. რამდენიმე საათის შემდეგ იუნკერთა სიმამაცეზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. თავდასხმის მოგერიება სამხედრო სკოლას მთავრობის თავჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ პირადად მიულოცა.

1921 წელს კი იუნკერები ბრძოლაში 17 თებერვალს ჩაერთნენ, ისინი თბილისის მისადგომებს იცავდნენ. პირველი იერიშების მოგერიება მამაც იუნკრებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები წაართვეს.

ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ.როდესაც გენერალმა ანდრონიკაშვილმა ბრძანება გასცა იუნკრებს უკან დაეხიათ, პოლკოვნიკმა ჩხეიძემ უკან დახევის მაგივრად თავის ოფიცრებს უბრძანა ხიშტებით მოეგერიებინათ მოწინააღმდეგე და იერიშზე გადასულიყვნენ. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ტყვიამფრქვევისკენ. მოიერიშეებს მალევე გამოეყო, 22 წლის შალვა ერისთავი. მან საოცარი სისწრაფით აირბინა აღმართიდა საკუთარი სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს.

გაზეთი „ერთობა“ წერდა „20 და 21 თებერვალს ჩვენმა ჯარმა იერიში მიიტანა მტრის მარცხენა ფრთისკენ- კოჯორისა და ტაბახმელას სიმაღლეებზე და მარჯვენა ფრთისკენ სადგურ ვაზიანის რაიონში. ამ ძალების ლიკვიდაციით ტფილისს სრულიად ეხსნება ალყა, ტფილისი გადარჩენილია და პირდაპირი საფრთხე მოკლე დროში მას აღარ მოელის.“

თუმცა, შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა.23 თებერვალს ის თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს რუსეთთან ომში დაცემულ 10 იუნკერთან ერთად იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების და მცხეთის მიმართულებით უკანდახევის შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა.მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას. “

26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ იუნკერთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. "ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესისათვის ხელი შეეშლა" იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის