USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
BMG: რა ეფექტი ექნება ისრაელ-ირანის კონფლიქტს სამშენებლო სექტორისთვის? - Galt & taggart-ის შეფასება
Date:  842

საქართველოს უძრავი ქონების გაყიდვებში ისრაელის მოქალაქეების წილი იზრდება. galt & taggart -ის თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ანალიზის მიხედვით, მიმდინარე წლის 4 თვეში მათმა რაოდენობამ ჯამური გაყიდვების 11% შეადგინა. მსგავსია მაჩვენებლები ბათუმის უძრავი ქონების პირველადი ბაზრის შემთხვევაშიც. 2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით კი მათი წილი 10%-ის ფარგლებში იყო.

საინვესტიციო ბანკში წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ საომარი მოქმედებების ფონზე შესაძლოა არათუ კლება, არამედ ბაზრის ზრდაც ვიხილოთ, რაც როგორც გასაყიდ, ისე გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნას დაასტიმულირებს.

„ისრაელიდან წამოსული მოთხოვნა ქართული უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საერთო გაყიდვებში 2024 წელს ახალ ბინებში მათი წილი თბილისსა და ბათუმში 10-10%-იანი იყო, რაც ნიშნავს რომ დეველოპრებისთვის საკმაოდ საინტერესო მყიდველების სეგმენტია.

იყო მოლოდინი, რომ 2023 წელის ბოლოს იქ განვითარებული მოვლენების შემდეგ მოთხოვნა შემცირდებოდა, თუმცა სინამდვილეში საპირისპირო ტენდენცია დავინახეთ. მათ დაიწყეს ალტერნატიული ბაზრების ძიება საინვესტიციოდ და საქართველო სწორედ ასეთია მათთვის. ნაცნობი სექტორი და ქვეყანაა, კომფორტულად გრძნობენ თავს და ეს აქტივობა ამით იხსნება.

დღეს მიმდინარე მოვლენების და ზოგადი გეოპოლიტიკური როლის გათვალისწინებით რთულია პროგნოზის გაკეთება, თუმცა არ არის გამორიცხული რომ ზრდა შენარჩუნდეს და შესყიდვებში მაღალი წილი დაიჭიროს ამ ქვეყანამ“, - განაცხადა bmg-თან Galt & Taggart-ის ასოცირებულმა მკვლევარმა ზუკა თავყელიშვილმა.

 

წყარო:https://bm.ge/n

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way