USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
თბილისი
BMG: ქართულ ბანკებში ჩინური იუანის დეპოზიტები იზრდება
თარიღი:  405

2025 წლის ივლისში ივნისთან შედარებით ქართულ ბანკებში ჩინური იუანის დეპოზიტები მკვეთრად - 56%-ით გაიზარდა და 95 მილიონ იუანს, ანუ 36 მილიონ ლარს მიაღწია. შედარებისთვის, მიმდინარე წლის იანვარში ჩინური იუანის ნაშთი ქართულ ბანკებში მხოლოდ 15 მილიონ ლარს შეადგენდა.

ასევე, ქართულ ბანკებში ივნისთან შედარებით, ივლისში მკვეთრად - 97%-ით გაიზარდა არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამის დეპოზიტები და ის 14.8 მილიონ ლარს შეადგენს. 4%-ით შემცირდა რუსული რუბლის დანაზოგები, რაც ამჟამად 66.5 მილიონ ლარს შეადგენს. 9%-ით გაიზარდა დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგში არსებული დანაზოგები, რაც 366 მილიონ ლარს აღწევს, იაპონური იენის დეპოზიტები კი 3%-ით, 3.2 მილიონ ლარამდე შემცირდა.

ვალუტების მიხედვით, ქართულ ბანკებში არსებული დეპოზიტები ასე ნაწილდება - 2025 წლის ივლისის მდგომარეობით

ვალუტა მოცულობა - ნაშთი სხვაობა წინა თვესთან შედარებით
ეროვნული 31,186,589,114 ლარი; 2%
აშშ დოლარი 24,383,428,138 ლარი; 2%
ევრო 5,839,299,609 ლარი; 0%
დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 365,911,557 ლარი; 9%
რუსული რუბლი 66,452,740 ლარი; -4%
შვეიცარიული ფრანკი 59,843,008 ლარი; -1%
ჩინური იუანი 35,975,570 ლარი; 56%
არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამი 14,780,592 ლარი; 97%
იაპონური იენი 3,244,931 ლარი; -3%
კანადური დოლარი 2,188,894 ლარი; 3%

წარმოდგენილია ვალუტები, რომლებშიც დეპოზიტები 1 მილიონ ლარს აჭარბებს.

წყარო:https://bm.ge/n

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის