USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა
Date:  628

2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. ამასთან, პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.

პოზიტიური მშვიდობის ინდექსს, ისევე როგორც გლობალური მშვიდობის ინდექსს აწარმოებს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP). გლობალური მშვიდობის ინდექსისაგან განსხვავებით, პოზიტიური მშვიდობის ინდექსი განიხილავს არა ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება პოზიტიურ მახასიათებლებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო კეთილსინდისიერი პოლიტიკის, რეფორმების, ურთიერთობების, ინსტიტუციების პოზიტიური საქმიანობების შეფასებას.

ანგარიშის თანახმად, პოზიტიური მშვიდობა განიმარტება, როგორც დამოკიდებულებები, ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ მშვიდობიან საზოგადოებას. კვლევის საკვანძო მიგნებების თანახმად: მაღალი პოზიტიური მშვიდობა იწვევს ბევრ სხვა პოზიტიურ შედეგს, როგორიცაა ეკონომიკური სიძლიერე, გამძლეობა და კეთილდღეობა. პოზიტიური მშვიდობა ქმნის ოპტიმალურ გარემოს ადამიანის პოტენციალის აღორძინებისათვის. მაღალი პოზიტიური მშვიდობის ქვეყნები უფრო მეტად ინარჩუნებენ სტაბილურობას, ადაპტირდებიან და ჯანსაღად უმკლავდებიან შოკებს.

პოზიტიური მშვიდობის კვლევა ეფუძნება რვა საყრდენს:

1. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა;

2. ჯანსაღი ბიზნეს გარემო;

3. კორუფციის დაბალი დონე;

4. ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა;

5. ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე;

6. კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან;

7. ინფორმაციის თავისუფლება;

8. რესურსების სამართლიანი განაწილება.

პოზიტიური მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეოთხეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way