USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და ნდობის ჯგუფი თავდაცვის ძალების ვაზიანში განთავსებულ დანაყოფებს ეწვია
Date:  593
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრები, ვაზიანში განთავსებულ საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC), მე-5 საარტილერიო და მე-4 მექანიზირებულ ბრიგადებს სტუმრობდნენ.
 
ბრიგადებსა და საბრძოლო მომზადების ცენტრში დეპუტატებისთვის სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.
 
მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია დანაყოფების სტრუქტურისა და ამოცანების შესახებ, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ბრიგადების შტაბები, ძირითადი ტექნიკა და შეიარაღება, ეკიპირება, მათ შორის უნიფორმები და ფეხსაცმელი.
 
კანონმდებლები იმყოფებოდნენ ყაზარმებში, გაეცნენ სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ, ასევე კვებით პირობებს და მათთან ერთად ისადილეს.
 
მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში, დეპუტატებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way