USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
პაატა იმნაძე - ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებისთვის 1 წელი მაინც დაგვჭირდება
дата:  1345

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მოადგილე, პაატა იმნაძე "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ შესაძლოა საზოგადოებას COVID 19-თან ერთად და გარკვეული შეზღუდვებით ცხოვრება კიდევ 1 წლით მოუწიოს.

პაატა იმნაძის თქმით, მაქსიმალური შეზღუდვები მოიხსნება, თუმცა მოქალაქეებს მოუწევთ გარკვეულ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე, საოჯახო თუ სამეგობრო თავყრილობებზე უარის თქმა, „საკმაო ხნით მოუწევთ“.

„კოვიდ 19"-თან ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ ჩვენს ჩვევებზე კარგა ხნით უარი უნდა ვთქვათ. მაგალითად, ოჯახურ თუ სამეგობრო თავყრილობებზე მოგვიწევს საკმაო ხნით გადაჩვევა. ეს არის ჩვენი ტრადიციები, მესმის, ჩვენი ცხოვრების ნაწილია, ცხოვრების წესია, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობში, ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფერზე უარის თქმა, თუ არ გვინდა, რომ სიტუაცია დაიძაბოს. რა თქმა უნდა, ქვეყანა უნდა გაიხსნას, მუდმივად ასე ვერ ვიქნებით. ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაიხსნება და ნელ-ნელა ამუშავდება. რაღაცები მოიხსნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დარჩება გარკვეული შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო და უფრო მოიხსნას ეს შეზღუდვები. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენზე, რამდენადაც ვისწავლით "კოვიდ 19"-თან ცხოვრებას.

რაც შეეხება ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებას, ალბათ, 1 წელი მაინც დაგვჭირდება იმისათვის, რომ გადავლახოთ ყველაფერი ის, რაც შეიძლება იყოს. უამრავი რაღაც იწერება, მაგრამ ეს ვირუსი მართლა არავინ არ იცის", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, უშუალოდ ვირუსზე მოქმედი პრეპარატის შექმნის იმედი ზაფხულისთვის აქვთ.

"ვაქცინას, რა თქმა უნდა, ყველა ველოდებით. იმედია, რომ ვაქცინაზე გაცილებით ადრე გამოჩნდება ანტივირუსული, უშუალოდ ამ ვირუსზე მოქმედი პრეპარატი. ამისი ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეიძლება, უკვე ზაფხულშიც მოხდეს", - განაცხადა პაატა იმნაძემ 

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати