USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
ორთაჭალაში, 156 ნომერზე გათვლილი, ახალი სასტუმრო "იბის თბილისი სითი“ გაიხსნა
Date:  1194
დედაქალაქის სტუმრებს დღეიდან კიდევ ერთი სასტუმრო - „იბის თბილისი სითი“ (ibis Tbilisi City) მოემსახურება, რომელიც ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში მდებარეობს და 156 ნომერზეა გათვლილი.
 
სასტუმროს გახსნას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
 
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ასევე, მივულოცო იმ მოქალაქეებს, რომლებიც დღეიდან აქ იმუშავებენ და მოემსახურებიან, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ჩამოსულ სტუმრებს. როგორც დედაქალაქის მერს, მიხარია, რომ ჩვენს ულამაზეს ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ჩვენი ქვეყანა და ქალაქი გამორჩეულია ტურიზმით, უამრავი ადამიანი სტუმრობს მას, ეს პროექტი კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაგრძელება იქნება იმ ხაზის, რომელსაც ტურიზმის განვითარება შეუძლია. ამ კონკრეტულ პროექტში 45 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 50-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა. ჩვენთვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანია. ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს გვერდში დავუდგეთ და მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
სასტუმროს პროექტზე იმუშავა და მართავს „არქი ჰოსფითალითი“, რომელიც დეველოპერული კომპანია „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა.
სასტუმროში წარმოდგენილია ბარი და რესტორანი, განთავსებულია სპორტდარბაზი, ასევე, ოთახები შეხვედრებისა და სპეციალური ღონისძიებებისთვის, რომელიც 100-მდე სტუმარს უმასპინძლებს.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way