USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
„ორი კურდღლის მოკვლის“ მცდელობა: რატომ აუქმებს რუსეთი სავიზო რეჟიმს საქართველოსთან და რატომ აბრუნებს პირდაპირ ავიამიმოსვლას?“ - «BBC russian» (დიდი ბრიტანეთი)
дата:  516

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „ორი კურდღლის მოკვლის მცდელობა: რატომ აუქმებს რუსეთი სავიზო რეჟიმს საქართველოსთან და რატომ აბრუნებს პირდაპირ ავიამიმოსვლას?“ (ავტორები - ნინა ახმეტელი, მარია კისელიოვა).

პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებების შინაარსი, რომლებიც საქართველოს ეხება - სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიამიმოსვლის აღდგენას.

ჟესტი „ქართული ოცნებისაკენ“

„საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. იგივე საკითხზე ინსჯელეს მოსკოვში გამართულ ქართულ-რუსულ ფორუმზეც, რომელშიც ქართული და რუსული საზოპგადოებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, - ამბობს პოლიტოლოგი კონსტანტინ კალაჩევი, - ამიტომაც ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებებს მოულოდნელს ვერ ვუწოდებთ“.

კრემლი დაინტერესებული არ არის იმაში, რომ მომვალ არჩევნებში ქართულმა ოპოზიციამ გაიმარჯვოს. მოსკოვისათვის ამჟამინდელი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ [მეტ-ნკლებად კომფორტულ და სასურველ] პარტნიორს წარმოადგენს. შესაბამისად, იბადება კითხვა: რა უნდა გაეკეთებინა რუსეთს ისეთი საქართველოსთვის, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კრემლის ნაბიჯი [დადებითად] შეეფასებინა?, - ამბობს „ბიბისი“-სთან საუბარში ექსპერტი.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტმა თავისი რუსი კოლეგის ბრძანებულებები ნეგატიურად შეაფასა და მათ „მორიგი რუსული პროვოკაცია“ უწოდა, თუმცა იქვე ციტირებულია პოლიტოლოგ ალექსანდრე კინევის ნათქვამი - „საქართველოს პრეზიდენტს არანაირი აღმასრულებელი უფლებამოსილება არ აქვს“.

პოლიტოლოგი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებები რუსეთიდან წასულ მოქალაქეებს (ე.წ. რელოკანტებსაც) ეხება - „მათ სამშობლოში დაბრუნება პირდაპირი ავიარეისით შეუძლიათ... ანუ ამ შემთხვევაში კრემლი ორ კურდღელის მოკვლას ცდილობს - ერთი მხრივ, ეს არის კარგი ჟესტი ‘ქართული ოცნებისაკენ“ და მეორე მხრივ - მიწვევა რუსების მიმარტ სამშობლოში დასაბრუნებლად“.

„არაფერი დადებითი“

საქართველოს მთავრობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიამიმოსვლის აღდგენას მიესალმა. ხელისუფლების მთავარი არგუმენტია ის, რომ ამით ცხოვრება უიოლდება საქართველოს იმ მილიონობით მოქალაქეს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ..

მაგრამ მოსკოვის ნაბიჯმა ქართული ოპოზიციის დიდ ნაწილში ნეგატიური ტალღა გამოიწვია და მათ საბაბი მისცა კიდევ ერთხელ დაედანაშაულებინათ „ქართული ოცნება“ პრორუსულობასა და ანტიდასავლურობაში.

სტატიაში ციტირებულია ნაცმოძრაობის წევრის ანა წითლიძის და პარტია დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებები, რომლებშიც რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებები და მათ მიმართ „ქართული ოცნების“ პოზიტიური დამოკიდებულება უარყოფითად არის შეფასებული. „მე მინდა რუსული ავიაკომპანიების წარმომადგენლებს ვუთხრა, რომ თბილისში ვერცერთი კომპანია თავის ოფისს ვერ გახსნის... თქვენ ქართველი ხალხი ფიზიკურ წინააღმდეგობას გაგიწევთ“, - განაცხადა ე.ხოშტარიამ მოსკოვის გასაგონად.

პოლიტოლოგი გიორგი ბადრიძე საქართველოს საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრიდან თვლის, რომ რომ რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯები სრულიად ლოგიკურია - იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს დასავლეთის წინააღმდეგ და რუსეთის სასარგებლოდ. კრემლისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა“.

პოლიტოლოგ გია ნოდიას აზრით, რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისათვის სამარცხვინოა: „იმ მორალური იზოლაციის გათვალისწინებით, როგორშიც დღეს რუსეთი იმყოფება, მოსკოვისაგან რაღაც პრივილეგიების მიღება სამარცხვინოა.  მე ვფიქრობ, რომ კრემლის „საჩუქარი“ საქართველოში პრორუსული განწყობის გაძლიერებას არ გამოიწვევს“.

წყარო: https://www.bbc.com/russian/news-65544307

 

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати