USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
«Foreign Affairs» (აშშ): „დონალდ ტრამპი ჯერ არ გამხდარა პრეზიდენტი, მაგრამ გეოპოლიტიკას უკვე ცვლის“
Date:  

ამერიკულ ჟურნალ „ფორინ ეფეარსში“ (Foreign Affairs) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი ჯერ არ გამხდარა პრეზიდენტი, მაგრამ გეოპოლიტიკას უკვე ცვლის“ (ავტორი - გრემ ელისონი). მასალაში განხილულია საკითხი, თუ როგორ რეაგირებენ აშშ-ის მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები ყოფილი პრეზიდენტის თეთრ სახლში სავარაუდო დაბრუნების მიმართ.

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შინაარსს:

დონალდ ტრამპს თითქმის ყველა შანსი აქვს იმისათვის, რომ მან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დაბრუნდეს. სხვათა შორის, მსოფლიოს ქვეყნებმა ამ მოვლენისათვის მზადება უკვე დაიწყეს. მიმდინარე წლის ამერიკული პოლიტიკის მთავარი მოვლენა - ნოემბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები - უკვე ახდენს თავის გავლენას რიგი სახელმწიფოების ლიდერების გადაწყვეტილებებზე: ისინი მშვენივრად აცნობიერებენ იმას, რომ ერთი წლის შემდეგ მოუწევთ საქმე ჰქონდეთ აშშ-ის სულ სხვა მთავრობასთან, დღევანდელთან შედარებით. ისინი მიხვდნენ, რომ დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპს ნამდვილად შეუძლია პრეზიდენტის სავარძლის დაბრუნება.

ბუნებრივია, ევრაზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერები ამ გარემოებას თავიანთ პოლიტიკაში ახლავე ითვალისწინებენ. ფსონი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპზე დადო უკრაინის ომთან დაკავშირებით, ამ სტრატეგიის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. ბოლო თვეებში, როცა ბრძოლის ველზე „ჩიხური სიტუაცია“ წარმოიქმნა, გავრცელდა ხმები, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან კონფლიქტის დასრულება უნდა, თუმცა უფრო რეალური ისაა, რომ შეიარაღებული დაპირისპირება მომავალი წლის დასაწყისამდე არ დამთავრდება.

საქმე იმაშია, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის დაელოდოს იმ დღეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება - მან ხომ განაცხადა, რომ იგი თავის ყოფილ რუს კოლეგას კარგად იცნობს და შეუძლია ომი 24 საათში შეწყვიტოს. ანუ არსებობს იმის შანსი, რომ აშშ-ის ახალი „ძველი“ პრეზიდენტი თავის ძველ კრემლელ ნაცნობს ომის დასამთავრებლად უფრო სარგებლიან და მომგებიან პირობებს შესთავაზებს - ბევრად უკეთესს, ვიდრე ჯო ბაიდენი და რასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძულებული გახდება დაეთანხმოს.

უკრაინის ევროპელი მოკავშირეები კი პირიქით თვლიან - ისინი აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას ევროპის უსაფრთხოების მუქარად მიიჩნევენ - ეჭვი აქვთ იმაზე, რომ ამერიკა, რუსეთის პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში, ევროპის უსაფრთხოების გარანტი აღარ იქნება. კერძოდ, გერმანელებს კარგად ახსოვთ რამდენიმე წლის წინ ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის განცხადება დონალდ ტრამპთან დაძაბული მოლაპარაკების შემდეგ: „ევროპელებმა თავიანთი მომავალი აშშ-სგან დამოუკიდებლად უნდა უზრუნველჰყონ“.

ევროპა საშინელ განცდებში ვარდება იმის გაფიქრებით, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს აშშ შეიძლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსიდან გავიდეს. ამერიკის რესპუბლიკური პარტიის მთავარი კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის ამსახველ ვებ-საიტზე შეიძლება წაიკითხოთ დონალდ ტრამპის მოწოდებები „ნატოს მიზნებისა და მისიის ფუნდამენტურ გადაფასებაზე“. დღეს, როცა უკრაინა ევროპის სახელმწიფოებისაგან იარაღს ითხოვს, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი პაუზას აკეთებს და საკუთარ თავს ეკითხება - „ახლა რომ იარაღი კიევს მივცეთ, რას გავაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება და ნატოდან გასვლას მოისურვებს? იარაღი ხომ ჩვენივე დაცვისთვის დაგვჭირდება?“.

იყო დრო აშშ-ის უახლეს ისტორიაში, როცა საგარეოპოლიტიკური საკითხებისადმი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მიდგომებში განსხვავება იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მას ვერავინ ამჩნევდა, მაგრამ ბოლო ათ წელიწადში სიტუაცია აბსოლუტურად შეიცვალა. დღეს ისეთი მდგომარეობაა, რომ აშშ-ის კონსტიტუციური დებულება პრეზიდენტის არჩევის თაობაზე შეიძლება ყოველ ოთხ წელიწადში „პოლიტიკის რეიდერული მიტაცების მცდელობას“ შევადაროთ - ანუ ყოველი პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას რადიკალურად ცვლის.

ამის შედეგი კი ისაა, რომ ყოველ საკითხში - კლიმატის შესახებ მოლაპარაკებით დაწყებული და უკრაინის მხარდაჭერით დამთავრებული - ჯო ბაიდენი და მისი საგარეოპოლიტიკური გუნდი სულ უფრო მეტი სირთულეების წინაშე დგება: იმიტომ, რომ ევროპელი პარტნიორები ფრთხილად იქცევიან - ვაითუ მომავალ წელს საქმე აშშ-ის ახალ, რადიკალურად განსხვავებული ხედვების მქონე მთავრობასთან გვქონდესო.

მიმდინარე წელი შეიძლება სახიფათო წლად იქცეს იმ ფონზე, რომ აშშ-ის პოლიტიკას მთელი მსოფლიო უყურებს როგორც უნდობლობითა და ეჭვის თვალით, ასევე იმედით და აღფრთოვანებით: ყველა აცნობიერებს, რომ არჩეული იქნება არა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტი, არამედ პლანეტის ყველაზე გავლენიანი ლიდერი.

წყარო: https://www.foreignaffairs.com/united-states/trump-already-reshaping-geopolitics

 

tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way