USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Тбилиси
BBC Forbes-ი - პეკინში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს
дата:  1161

პეკინში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში. ამის შესახებ BBC Forbes-ის ყოველწლიურ მილიარდერთა რეიტინგზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შარშან ჩინეთის დედაქალაქში 33 მილიარდერი ცხოვრობდა, წელს კი მათი რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით, მილიარდერების რიცხვის ზრდას ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების სწრაფმა შეჩერებამ, ტექნოლოგიების განვითარებამ და საფონდო ბირჟებმა შეუწყო ხელი.

სიის მეორე ადგილზე ნიუ-იორკია, სადაც 99 მილიარდერი ცხოვრობს, თუმცა მათი საერთო ქონება ($80 მილიარდი) პეკინელი მილიარდერების ჯამურ ქონებას აღემატება.

პეკინის ყველაზე მდიდარი ბინადარი, აპლიკაცია TikTok-ის დამფუძნებელი, ჟან იმინგია, რომლის ქონებაც წელიწადში გაორმაგდა და $35.6 მილიარდამდე გაიზარდა.

https://www.bbc.com

Тбилиси
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати