USD 2.7075
EUR 3.1583
RUB 3.3787
თბილისი
«Forbes» (აშშ): „რუსი არტილერისტები გათამამდნენ: უკრაინელებს ჭურვები ელევათ, რუსების ქვემეხები კი უძლიერესი ზალპისათვის ემზადებიან“
თარიღი:  

ამერიკული ჟურნალის „ფორბსის“ (Forbes) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია „რუსი არტილერისტები გათამამდნენ: უკრაინელებს ჭურვები ელევათ, რუსების ქვემეხები კი უძლიერესი ზალპისათვის ემზადებიან“ (ავტორი - დევიდ ექსი), რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის სიტუაციაა განხილული, კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია ორივე მხარის საარტილერიო ქვედანაყოფების პრობლემებზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

გასული წლის დეკემბერის ბოლოს, როცა ამერიკის შეერთებულის შტატების კონგრესმა უკრაინის დასახლარებლად თეთრი სახლის მიერ შეტანილი კანონპროექტი არ დაამტკიცა (61 მილიარდი დოლარის გამოყოფის მიზნით, კიევმა ასეთი მოქმედება „ღალატად“ შეაფასა. „ღალატი“ პირველ რიგში უკრაინის არმიის საარტილერიო ქვედანაყოფებმა იგრძნეს: იმიტომ, რომ არტილერიის (ანუ როგორც მას უწოდებენ - „ომის ღმერთის“) მთავარი მომმარაგებელი ჭურვებით, რაკეტებით და სარაკეტო დანადგარებით სწორედ აშშ წარმოადგენს.

თუ გასულ ზაფხულს უკრაინას პარიტეტი ჰქონდა შენარჩუნებული რუსეთთან და ზოგჯერ აჭარბებდა კიდეც, ახლა როლები გაიცვალა: რუსებს ხუთმაგი უპირატესობა აქვთ. უკრაინელები დღეში ქვემეხებით ორი ათას გასროლას ახდენენ, რუსები კი 10 ათასს.

რასაკვირველია, შექმნილი სიტუაცია რუსებს გამბედაობას მატებთ. მათ არ ეშინიათ, რომ უკრაინელები საპასუხო ცეცხლს გაუხსნიან და ამიტომ რუსულ ქვემეხებს და რაკეტების გამშვებ დანადგარებს დამანგრეველი ცეცხლისთვის ამზადებენ, რაც თავს დაატყდება უკრაინულ ქალაქებს.

უკრაინული ანალისტიკური ჯგუფის Frontelligence Insight-ის დასკვნით, ერთი წლის წინ უკრაინელებს ლისიჩანსკთან იმდენი იარაღი ჰქონდათ დაგროვილი, რომ მათ თავისუფლად შეეძლოთ ღრმა შეტევის განხორციელება, მაგრამ სიტუაციით ვერ ისარგებლეს. ახლა კი მდგომარეობით რუსები სარგებლობენ - მათი არტილერია ქალაქ მარინკას მთლიანად ანგრევს, არ ტოვებს მრავალსართულიან სახლებს, რომ რუსებს თავშესაფრის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ.

დეკემბრის ბოლოს რუსეთის საარტილერიო ქვედანაყოფებმა მუდმივი დაბომბვებით მიწასთან გაასწორეს მარინკა და უკრაინელ ჯარისკაცებს თავის შეფარების შესძლებლობა არ დაიტოვეს. გარნიზობი იძულებული გახდა უკან დაეხია და ქალაქი რუსებისათვის დაეთმო, რაც კრემლმა პროპაგანდისათვის გამოიყენა. (რუსებმა ერთი მცირე შენობაც არ დატოვეს დაუნგრეველი, რომ უკრაინელებს თავი შეეფარებინათ. მარინკაში ყოველ სახლი, ყოველი ნაგებობა გეგმიურად, სათითაოდ ნადგურდებოდა“.

ფრონტის ხაზზე უკრაინელები „ჭურვებით შიმშილის“ პირობებში, კომპენსაციის სახით დრონებს იყენებენ, თანაც დიდი რაოდენობით. მაგრამ განა რას გააკეთებენ დრონები? ტიპიურ რადიომართვადი [პროპელერებიანი] დრონი (FPV) მხოლოდ ერთ კილოგრამს იწონის და თან ნახევარკილოგრამიანი ყუმბარა მიაქვს, თანაც მათ ხომ მხოლოდ სამი-ოთხი კილომეტრი ფრენის სიშორე აქვთ... რუსების ქვემეხები (ჰაუბიცები) კი ფრონტის ხაზიდან 15-25 კილომეტრის მოშორებით დგანან და ჭურვებს იქიდან ისვრიან, ანუ ჩვეულებრივი (FPV) დრონები მათთვის საშიშები არ არიან.

ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკამ უკრაინას ახალი ტიპის იარაღი - სახმელეთო ბაზირების მცირეკალიბრიანი რაკეტა-ბომბები (GLSDB) გადასცა, რაც კიევს მოსკოვისათვის ადექვატური პასუხს გაცემაში დაეხმარება. ამ რაკეტა-ბომბების სამოქმედო არეალი 145 კილომეტრს აღწევს..

მაგრამ ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენი ერთეული მიიღო ეს იარაღი უკრაინამ და რგორ შეზლებს მის გამოყენებას. „რაკეტა-ბომბების მიწოდებამ შეიძლება მართლაც შემობრუნების მომენტად იქცეს, თუმცა საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ-ჯერობით ნაადრევია, განსაკუთრებიტ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ არავინ იცის, თუ როგორი იქნება მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტების დროს GLSDB-ის გამოყენების ეფექტი. ამერიკელებს ეს რაკეტა-ბომბები დღემდე რეალურ ომის  პირობებში არ გამოუცდიათ.

უკრაინისათვის საარტილერიო პარიტეტის აღდგენის ყველაზე ნამდვილი მეთოდი ის იქნება, რომ თავიდან აიცილონ ახალი ქალაქების დანგრევა და რუსი არტილერისტების თავდაჯერებულება მათივე წინააღმდეგ მიმართონ - კიევმა სადმე უნდა მოიპოვოს უფრო მეტი ჭურვი და რაკეტები თავისი ქვემეხებისა და რაკეტების გამშვები დანადგარებისათვის.

მაგრამ ამერიკის იმედი ნუ ექნებათ. მართალია, ჯო ბაიდენს ფართო უფლებამოსილება აქვს ამერიკული იარაღი ისე გადასცეს სხვა ქვეყანას, რომ კონგრესს არ შეუთანხმდეს, მაგრამ პრეზიდენტის უფლებმოსილება, სამწუხაროდ, საბრძოლო მასალებზე - ჭურვებზე და ქობინებზე არ ვრცელდება.

წყარო: https://www.forbes.com/sites/davidaxe/2024/02/02/russian-artillery-gunners-are-getting-cocky-as-ukraine-runs-out-of-ammo-russian-guns-gather-for-devastating-salvos/?sh=69d973056eb3

 

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.