USD 2.7047
EUR 3.1310
RUB 3.4365
Tbilisi
BMG: ოქტომბერში ხელფასის მიმღებთა რიცხვი 1 მილიონამდე გაიზარდა - PMC-ის კვლევითი ცენტრი
Date:  59

2025 წლის ოქტომბერში ხელფასის მიმღებთა რიცხვი როგორც თვის, ასევე წლის ჭრილში გაიზარდა.

PMC-ის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ოქტომბრის დასაქმების თრექერის მიხედვით, ოქტომბერში თვიურ ხელფასს 1,004,706 ადამიანი იღებდა, რაც 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 1.9%-ით, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, 2.6%-ით მეტი იყო.

  • 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს ამ პერიოდისთვის 120 578 ადამიანი იღებდა, რაც საერთო რაოდენობის 12.3%-ია. ამ ადამიანების რაოდენობა 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 2 პპ-ით, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, 2.5 პპ-ით შემცირდა;
  • 600-დან 1199 ლარამდე თვიურ ხელფასს ამ პერიოდისთვის 190 894 ადამიანი იღებდა, რაც საერთო რაოდენობის 19%-ია. ამ ადამიანების რაოდენობა 2025 წლის სექტემბერთან შედარებით არ შეცვლილა;
  • 1200-დან 2 399 ლარამდე ხელფასს 341 600 პირი იღებდა, რაც საერთო რაოდენობის 34%-ია. მათი რაოდენობა წინა თვესთან შედარებით, 1 პპ-ით შემცირდა.
  • 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს 344 614 ადამიანი იღებდა, რაც ხელფასის მიმღებთა საერთო რაოდენობის 34.3%-ია. თვის ჭრილში მათი რაოდენობა 7 პპ-ით, ხოლო წლიურად 5 პპ-ით გაიზარდა; თრექერის ავტორები განმარტავენ, რომ 2 400 ლარზე მეტი ხელფასის მიმღებ პირთა დაფიქსირებული დიდი წილი 2024 წლის დეკემბერში სავარაუდოდ გამოწვეული იყო მე-13 ხელფასის მიმღებ პირთა მნიშვნელოვანი რაოდენობით.
  • 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს 32 150 ადამიანი იღებდა, რაც ხელფასის მიმღებთა 2%-ს შეადგენდა. მათი რიცხვი სექტემბერთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

წყარო:https://bm.ge/

World
ჩინეთში მატარებელი რკინიგზის მუშებს შეეჯახა, დაღუპულია 11 ადამიანი

ჩინეთში მატარებელი რკინიგზის მუშებს შეეჯახა, დაღუპულია 11 ადამიანი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მატარებელი ქალაქ კუნმინში მიწისძვრის დასაფიქსირებელ მოწყობილობას ამოწმებდა, როდესაც მუშებს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

See all
Survey
By the way