USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკულ სექტორში არსებული მძიმე ვითარების გამო სასწავლო პროცესი გაცერდა და ინტერნეტი გაითიშა
Date:  1135

ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკულ სექტორში არსებული მძიმე ვითარების გამო დროებით სასწავლო პროცესი შეჩერდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში სასწავლო პროცესი 11-დან 17 დეკემბრის ჩათვლით შეჩერდება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ინალ გაბლიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღება სკოლებისა და საბავშვო ბაღების გათბობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია.

„ჩვენ მასწავლებლებს დამატებითი არდადეგების პერიოდს ვთავაზობთ, რათა სასწავლო პროცესი გააკონტროლონ და ბავშვებმა სახლში სწავლა შეძლონ“, - განაცხადა გაბლიამ.

ასევე აღინიშნა, რომ 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ინტერნეტს გათიშავენ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way