USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა
дата:  

ნიკოლას მადურომ ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. 

ადგილობრივი ოპოზიციის ცნობით, არჩევნებმა გარკვეული დარღვევებით ჩაიარა, ამასთან, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. მეზობელი, არგენტინის ხელისუფლება ამ არჩევნებს არ აღიარებს და მადუროს გაყალბებაში ადანაშაულებს.

ამ დროისთვის ხმათა 80%-ია დათვლილი, საიდანაც მადურომ ხმათა 51%-ი მიიღო, აჯობა რა მის მთავარ მოწინააღმდეგეს, დემოკრატიული უნიტარული პლატფორმის კანდიდატს, ედმონდო გონსალეს ურიტიას.

არჩევნებში გამარჯვების შედეგად, მადურო პრეზიდენტის კაბინეტს ზედიზედ მესამედ, 6 წლის ვადით დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ ის პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ იკავებს.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати