USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ნიკა ჩერქეზიშვილი - ხელისუფლება მხოლოდ თბილისში მილიონობით ლარს ხარჯავს მოსწავლეთა ტრანსპორტირებაში, რადგან ვერ ხერხდებასასწავლო დაწესებულებების დროულ რეაბილიტაცია
თარიღი:  929

პარტია „ლელოს“ წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მხოლოდ მილიონობით ლარს ფლანგავს მოსწავლეთა ტრანსპორტირებაში, რადგან ვერ ან არ ახორციელებს სასწავლო დაწესებულებების დროულ რეაბილიტაციას.

„საქართველოს ხელისუფლება, მხოლოდ თბილისში მილიონობით ლარს ფლანგავს მოსწავლეთა ტრანსპორტირებაში, რადგან ვერ ან არ ახორციელებს სასწავლო დაწესებულებების რეაბილიტაციას. ეს თანხები პირდაპირ მიედინება „ოცნებასთან“ დაკავშირებულ კომპანიაში. 2022-2023 სასწავლო წლის პირველი და მეორე სემესტრისთვის ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ჯამური ღირებულება არის: 13 176 562 ლარი ყველა ტენდერი მოგებული აქვს ერთ კომპანიას: შპს „თაიმსერვისს“. სხვა პრეტენდენტი არცერთ ტენდერში არ შესულა, შეთავაზებები აქვს მხოლოდ ამ კომპანიას. შესაბამისად, კონკურენცია არის - 0. სატრანსპორტო მომსახურებას იღებს არაერთი ისეთი სკოლა, რომლისთვისაც ახალი შენობის აშენების ან არსებულის რეაბილიტაციისთვის ჯერ ტენდერიც არ არის გამოცხადებული. არადა, საქმე გვაქვს საკმაოდ სოლიდურ თანხებთან. მაგალითად, ნაძალადევის რაიონის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურებაზე იხარჯება ნახევარ მილიონზე მეტი ლარი, კონკრეტულად - 505 860 და დღეის მდგომარეობით ამ სკოლაზე ტენდერი არ არის გამოცხადებული. შესაბამისად, ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა იხადოს კიდევ 3-4 წლის განმავლობაში”, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, არის სკოლები, რომელთა მშენებლობაზე ხელშეკრულებით გაწერილი ვადები მნიშვნელოვნად დარღვეულია.

„მაგალითად, 138-ე საჯარო სკოლა ნაძალადევში. ტენდერი გამოცხადდა 2020 წლის 9 იანვარს. ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა: შპს „ალიანსი“. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2021 წლის 16 მარტს. ფაქტობრივად, 2 წლის წინ, მაგრამ ამ სკოლის სამშენებლო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. შპს „ალიანსმა“ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები, შეწყდა მათთან ხელშეკრულება და გამოცხადდა ახალი ტენდერი, 2022 წლის 26 იანვარს, რომელშიც გაიმარჯვა შპს „ბალავარმა“. რეალურად 2 წელი დაიკარგა. ამ კომპანიას სამუშაოების შესრულების ვადად გაწერილი აქვს 2023 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, მაგრამ დიდი ალბათობით, ამჯერადაც ვერ მოესწრება სამუშაოების დროულად ჩაბარება. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შპს „ბალავარის“ მფლობელები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები არიან. კერძოდ, ბოლო წლების განმავლობაში მათ სახელისუფლებო პარტიას შესწირეს 300 000 ლარი. შპს „ბალავარს“ ჯამში მოგებული აქვს 48 მილიონი ლარის ტენდერები სკოლების რეაბილიტაციის მიმართულებით.

147-ე საჯარო სკოლა მისამართი: თბილისი, დიდუბე, დიღმის მასივი, III კვარტალი, ტენდერი გამოცხადდა 2021 წლის 8 ივლისს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია: შპს „სქაიჰაუსი“. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2021 წლის 24 აგვისტოს. ხელშეკრულების ღირებულება: 2 428 632 (ორი მილიონ ოთხას ოცდარვა ათას ექვსას ოცდათორმეტი) ლარი. პირველი შენიშვნა: 2022 წლის 9 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმებით გაიზარდა და შეადგინა 2 518 220 (ორი მილიონ ხუთასთვრამეტი ათას ორას ოცი) ლარი. მეორე შენიშვნა: 2022 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმებით გაიზარდა და შეადგინა 2 649 107 (ორი მილიონ ექვსას ორმოცდაცხრა ათას ას შვიდი) ლარი. მესამე შენიშვნა: 2023 წლის 23 თებერვალს გაფორმებული შეთანხმებით გაიზარდა და შეადგინა 2 671 138 (ორი მილიონ ექვსას სამოცდათერთმეტი ათას ას ოცდათვრამეტი) ლარი. სამუშაოების შესრულების ვადა: 2022 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით. ერთი შენიშვნა: 2022 წლის 9 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმებით გახანგრძლივდა 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მეორე შენიშვნა: 2022 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმებით გახანგრძლივდა 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით. მივედით, შევამოწმეთ და არანაირი კვალი არ არის, რომ სამუშაოები დასრულდება დროულად. ამავდროულად, მოსწავლეები დაჰყავთ სხვა სკოლაში და კიდევ უარესი, ასწავლიან ონლაინ, 30 წუთიანი გაკვეთილებით. ცალკე პრობლემაა ის, რომ ერთ რაიონში იწყებენ 10 და მეტი სკოლის რეაბილიტაციას, რასაც მოჰყვება სრული ქაოსი. მაგალითად ნაძალადევში, ამ ეტაპზე 11 ასეთი სკოლაა ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით. გამოთხოვილი გვაქვს ოფიციალური ინფორმაცია განათლების სამინისტროდან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოდან, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის