USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
"BBC news": „პუტინთან ტერიტორიული კომპრომისი შეუძლებელია“ - ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან
дата:  535

--------------------------------------

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC news) სათაურით „პუტინთან ტერიტორიული კომპრომისი შეუძლებელია“ აქვეყნებს ინტერვიუს უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელსაც მიმომხილველი ჯონ სიმპსონი ესაუბრება. ინტერვიუ უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომის (ე.წ.„სპეცოპერაციის“) წლისთავს, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა კითხვებს რუსეთთან სავარაუდო კომპრომისების თაობაზე, ჩრდილოელ მეზობელთან - ბელარუსთან ურთიერთობაზე, ევროპის მხარდაჭერაზე და რუსეთის სავარაუდო საგაზაფხულო შეტევის შესახებ.

გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე შინაარსს:

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ადრინდელი განცხადებები იმაზე, რომ უკრაინის ტერიტორიების ჩაბარება რუსეთისათვის უდიდესი შეცდომა იქნებოდა იმდენად, რამდენადაც ამის შემდეგ რუსეთი თანდათან უფრო მეტის მოთხოვნას დაიწყებს. დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მისაღწევად კი აუცილებელია დასავლური იარაღის რაც შეიძლება მეტი რაოდენობით მიწოდება უკრაინისათვის, რუსეთის დამარცხების მიზნით.

„ჩვენი გადარჩენა და ჩვენი ერთიანობა ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს. ჩვენ მივდივართ ევროპაში - ეს გზა უკრაინამ თვითონ აირჩია. ამ გზიდან გადახვევა შეუძლებელია. უკრაინელი ხალხი ამ მხრივ ერთიანია. ამასთან, უკრაინას უსაფრთხოების გარანტია ჭირდება. თუ რაიმე ტერიტორიულ კომპრომისებზე წავალთ, ეს ჩვენს ქვეყანას დაასუსტებს. საკითხი ხომ სიტყვა „კომპრომისში“ არ არის. ამ ტერმინისა არ გვეშინია, რადგან ცხოვრებაში მილიონ კომპრომისზე მივდივართ, კომპრომისებზე წასვლა ყოველდღიურად გვიხდება. საკითხი ასე დგას: კომპრომისი ვისთან? კომპრომისი პუტინთან? არა! რატომ? იმიტომ, რომ მის მიმართ რწმენა, ნდობა არ არსებობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დაამატა, რომ რაიმე კომპრომისები დონბასის, ყირიმის და უკრაინის სამხრეთი ტერიტორიების (მიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქების) მიმართ „სამომავლოდ ბომბი იქნება როგორც უკრაინის, ასევე ევროპის ცენტრში“.

კითხვაზე, რომელიც გაზაფხულზე რუსეთის სავარაუდო შეტევას ეხებოდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა, რომ შეტევა, ფაქტიურად უკვე დაიწყო: „რუსეთის არმია რამდენიმე მიმართულებით მოქმედებს“.

უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ რუსეთის ჯარების შეჩერება და კონტრშეტევაზე გადასვლა, მაგრამ ამისათვის აუცილებელია მეტი დახმარება დასავლეთის ქვეყნებიდან: „რა თქმა უნდა, თანამედროვე იარაღის მოწოდება ჩვენთვის მშვიდობის მოახლოებას ემსახურება. იარაღის ენა ერთადერთია, რაც რუსეთს ესმის“, - ამბობს უკრაინის ლიდერი.

როგორ ცნობილია, ამჟამად უკრაინის დასავლელი მოკავშირეები განიხილავენ კიევისათვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ამბობს, რომ ავიაციის მიწოდება შესაძლებელია, მაგრამ აშშ და გერმანია უკრაინისათვის ავიაგანამადგურებლების გაგზავნაზე ჯერ-ჯერობით უარს ამბობენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი შეეხო ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ურთიერთობას, რომელმაც ხუთშაბათს განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, „თუ უკრაინის თუნდაც ერთი ჯარისკაცი ბელარუსის მიწაზე გადმოვა ჩემი ხალხის დასახოცად“.

„იმედი მაქვს, რომ ბელარუსი ომში არ ჩაებმება. თუ ეს მოხდება, ჩვენ ვიბრძოლებთ და გადავრჩებით“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ თუ ბელარუსი რუსეთის არმიის შეტევის პლაცდარმი გახდება უკრაინის წინააღმდეგ, ეს იქნება ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ჩადენილი უდიდესი შეცდომა.

რუსეთის არმიამ თორმეტი თვის წინათ უკრაინის წინააღმდეგ შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდანაც განახორციელა, სამხრეთის მიმართულებით, კიევისაკენ, მაგრამ უკრაინის არმიამ შეტევა მოიგერია, რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა და კრემლი უკანდახევაზე აიძულა.

კითხვაზე, როგორია რუსეთის სტრატეგია უკრაინის ომში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა, რომ მოსკოვის ტაქტიკა და სტრატეგია უსარგებლოა: „რუსმა ჯარისკაცებმა, კრემლის ბრძანებით, ყველაფერი დაანგრიეს და გაანადგურეს. ეს ნიშნავს, რომ ისინი იზიარებენ ხელისუფლების მიზნებს, იზიარებენ იმ იდეებს, რომლებსაც პრაქტიკულად არავითარი ფასეულობა არ გააჩნია“.

წყარო: https://www.bbc.com/news/world-europe-64662184

მოამზადა სიმონ კილაძემ

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати