USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Тбилиси
BMG: ნაყინის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნები - ვისგან ყიდულობს ამ დესერტს საქართველო?
дата:  63

ეკონომიკური კომპლექსურობის ობსერვატორიამ (The Observatory of Economic Complexity) გასულ კვირას ნაყინის გლობალური ბაზრის მიმოხილვა განაახლა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წელს ნაყინის გლობალური ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 6.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მთლიანობაში, ნაყინის ექსპორტის ღირებულება ყველა ექსპორტიორი ქვეყნისთვის, ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, საშუალოდ 39.3%-ით გაიზარდა - 2020 წელს ექსპორტირებული ნაყინის ღირებულება 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

წლიურ ჭრილში, გლობალურად ექსპორტირებული ნაყინის ღირებულება 3.2%-ით გაიზარდა 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ნაყინის ხუთი უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები და პოლონეთი არიან. ამ ევროპულ კლასტერზე 2024 წელს ექსპორტირებული ნაყინის მთლიანი ღირებულების თითქმის ნახევარი (47.1%) მოდიოდა.

კონტინენტებს შორის, ევროპაში ბაზირებულმა მომწოდებლებმა ნაყინის ექსპორტით ყველაზე მაღალი შემოსავალი მიიღეს - ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 4.97 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გლობალური მაჩვენებლის 80%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე აზიელი ექსპორტიორები არიან (10.5%), ხოლო გლობალური ექსპორტის 4.5% ჩრდილოეთ ამერიკაში მოქმედ მწარმოებლებზე მოდის.

შედარებით მცირე წილი მოდის ლათინურ ამერიკაზე (მექსიკის გამოკლებით, მაგრამ კარიბის აუზის ქვეყნების ჩათვლით) - 2.4%, ოკეანეთზე (ძირითადად ახალი ზელანდია და ავსტრალია) - 1.4%, და აფრიკაზე - 1.2%.

წარმოგიდგენთ 15 ქვეყანას, რომლებმაც 2024 წელს ყველაზე მეტი ღირებულების ნაყინის ექსპორტი განახორციელეს და მათ წილს ნაყინის მთლიან ექსპორტში:

  • გერმანია: 738 მილიონი დოლარი (11.9%)
  • საფრანგეთი: 705.7 მილიონი დოლარი (11.3%)
  • ბელგია: 578.5 მილიონი დოლარი (9.3%)
  • ნიდერლანდები: 470.9 მილიონი დოლარი (7.6%)
  • პოლონეთი: 437.8 მილიონი დოლარი (7%)
  • იტალია: 419.7 მილიონი დოლარი (6.7%)
  • ესპანეთი: 356.1 მილიონი დოლარი (5.7%)
  • აშშ: 243.4 მილიონი დოლარი (3.9%)
  • უნგრეთი: 198.6 მილიონი დოლარი (3.2%)
  • გაერთიანებული სამეფო: 185.3 მილიონი დოლარი (3%)
  • ტაილანდი: 137.2 მილიონი დოლარი (2.2%)
  • სლოვენია: 133.7 მილიონი დოლარი (2.2%)
  • სერბეთი: 109.3 მილიონი დოლარი (1.8%)
  • სამხრეთ კორეა: 98.4 მილიონი დოლარი (1.6%)
  • შვედეთი: 76 მილიონი დოლარი (1.2%)

 

ღირებულების მიხედვით, ამ 15-მა ქვეყანამ 2024 წელს გლობალურად ექსპორტირებული ნაყინის სამ მეოთხედზე მეტი (78.6%) უზრუნველყო.

ვისგან ყიდულობს ნაყინს საქართველო?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ 6.84 მილიონი დოლარის ღირებულების 1 241.3 ტონა ნაყინი და საკვები ყინულის სხვა სახეობები შეიძინა. მაშინ მთავარი იმპორტიორები თურქეთი და უკრაინა იყვნენ, საიდანაც, შესაბამისად, 1.89 და 1.62 მილიონი დოლარის ღირებულების ნაყინი შევისყიდეთ. TOP ხუთეულში ასევე შედიან საფრანგეთი, რუსეთი და სომხეთი.

გასულ 2025 წელს კი საქართველომ 7.4 მლნ აშშ დოლარის 1 396 ტონა ნაყინი შეიძინა. მთავარი იმპორტიორები ამ შემთხვევაშიც თურქეთი, უკრაინა და რუსეთი იყვნენ.

რაც შეეხება უახლოეს მონაცემებს, 2026 წლის 5 თვეში საქართველომ უკვე შეიძინა 3.6 მილიონის ღირებულების 537 ტონა ნაყინი. მთავარი მომწოდებლები კვლავ თურქეთი, უკრაინა და საფრანგეთი არიან. ხუთეულში რჩება სომხეთიც. რუსეთი კი მეშვიდე ადგილზეა და მის ადგილს ხუთეულში გერმანია იკავებს.

წყარო:https://bm.ge/

мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати