USD 2.6930
EUR 3.1492
RUB 3.3035
Tbilisi
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის მე-3 მრ-ის მე-2 კვარტალში სანიაღვრე ქსელი ეწყობა
Date:  133
ზღვისუბნის მე-3 მრ-ის მე-2 კვარტალში სანიაღვრე ქსელი ეწყობა.
 ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამჯერად, ზღვისუბნის მე-3 მრ-ის მე-2 კვარტალში, N38-დან N66 საცხოვრებელ კორპუსამდე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
 პროექტის ფარგლებში, 400 გრძივ მეტრზე გოფრირებული მილები ეწყობა, ასევე, მონტაჟდება 17 საკომუნიკაციო ჭა.
სანიაღვრე სისტემაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, გამგეობა მისამართზე ასფალტის საფარს დააგებს.
 მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და პარლამენტის დელეგატი ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.
 პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში 170 000 ლარია გათვალისწინებული.
tbilisi
ჟორდანიას სანაპიროსა და ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოეწყობა დამთავრდა - პროექტი 3 მლნ ლარი დაჯდა

ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასრულდა. განხორციელებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია.

„ეს იყო ერთ-ერთი რთული მონაკვეთი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აქ ძალიან ხშირად ხდებოდა უბედური შემთხვევები. ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, აღნიშნული კვანძი სრულად მოწესრიგდა, მოეწყო ზებრა გადასასვლელები და ტროტუარი. სანაპიროსთან ქვეითად დაკავშირება უკვე შესაძლებელია ზებრა გადასასვლელით. ასევე, დამონტაჟდა ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნები, რომელიც ხელოვნური ინტელექტით მუშაობს - არეგულირებს გადაადგილებას, ითვლის ნაკადებს და პრიორიტეტს ანიჭებს დატვირთულ მიმართულებას. მიხარია, რომ ტერიტორია ყოველმხრივ მოწესრიგებულია, განათებული, გამწვანებული. ქალაქში გვაქვს კიდევ რამდენიმე ასეთი კვანძი, რომელსაც განახლება სჭირდება და ყველას ეტაპობრივად მივყვებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, როგორც თბილისის მერია იტყობინება, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი LED სანათებით, გზის სავალი ნაწილის მიმდებარედ კი ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. კერძოდ, გზაგამყოფ კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 931 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 914 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი.

სამუშაოების საერთო ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way