USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
Tbilisi
ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა გრძელდება
Date:  636
ერისთავის პირველ ჩიხის N1-თან სპორტული მოედანი რეაბილიტირდა.
 
 
ამჯერად კომბინირებული სპორტული მოედანი განახლდა სანზონის დასახლებაში, ერისთავის პირველ ჩიხის N1-თან მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც 630 კვ.მ ფართობზე ხელოვნური საფარი დაიგო. პროექტის ფარგლებში, განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და განათების ბოძები.
 
აღნიშნული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 111 000 ლარი დაიხარჯა.
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way