USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
дата:  255
ზღვისუბნის მე-3 მიკრორაიონის პირველი კვარტლის N14-15 კორპუსებში წყალარინების ქსელი იცვლება.
 
 ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ზღვისუბნის მე-3 მრ-ის პირველი კვარტლის N14-15 საცხოვრებელ კორპუსებში წყალარინების გარე და შიდა, ჯამში, 444 გრძივი მეტრი ქსელი იცვლება, ასევე, მონტაჟდება რვა საკომუნიკაციო ჭა.
მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილება მისამართზე ასფალტის საფარს დააგებს.
 
პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში 65 354 ლარია გათვალისწინებული.
 
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати