USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი სპორტული მოედანი შეემატა
Date:  399
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი სპორტული მოედანი შეემატა
 
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა გრძელდება.
 
გიორგი ჭყონდიდელის N20-თან კომბინირებული სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა.
 
პროექტის ფარგლებში, 280 კვ.მ ფართობზე ხელოვნური მწვანე საფარი დაიგო და მოედნის ინფრასტრუქტურა განახლდა. დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და დაიხაზა შესაბამისად.
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way