USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
BMG: მწირი სარეკლამო ბაზარი და უთანასწორო განაწილება - რა შემოსავალი აქვთ ტელევიზიებს საქართველოში?
Date:  512

2024 წელს ტელევიზიებს სარეკლამო შემოსავლები შეუმცირდათ. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2024 წელს ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავალი თითქმის 71 მლნ ლარამდე შემცირდა. 2023 წელთან შედარებით კლება 19%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სარეკლამო შემოსავლების თითქმის 60% “იმედზე”; რუსთავი 2-სა და პოსტვ-ზე მოდიოდა.

ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავალი:

  • 2024 წელი - 70.7 მლნ ლარი;
  • 2023 წელი - 87.4 მლნ ლარი;
  • 2022 წელი - 73.7 მლნ ლარი;
  • 2021 წელი - 79.7 მლნ ლარი;

თავად კომუნიკაციების კომისია სარეკლამო შემოსავლების კლებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

"2024 წელს კომერციული სარეკლამო შემოსავლების კლება, გარკვეულწილად, წინასაარჩევნო პერიოდმა განაპირობა, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მაუწყებლები სარეკლამო დროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებას უთმობდნენ. გარდა ამისა, შემოსავლების შემცირება განაპირობა იმ ფაქტორმაც, რომ წლის განმავლობაში მაუწყებლები საგანგებო რეჟიმში, უწყვეტი პირდაპირი ეთერის ფორმატში, აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რაც თავის მხრივ, მაუწყებლების წინასწარ დაგეგმილ საეთერო ბადეში ცვლილებებს განაპირობებდა, რაც კომერციული რეკლამისთვის დათმობილ დროზეც აისახა", - წერის კომისია წლიურ ანგარიშში.

სარეკლამო შემოსავლებით, რომ ფუნქციონირება უჭირთ ამაზე ქართული მედია წლებია საუბრობს. მთავრობა კი ხელშეწყობის ნაცვლად პირიქით დაფინანსების წყაროებს კეტავს. ბოლო ასეთი გადაწყვეტილება “ქართულმა ოცნებამ” წლის დასაწყისში მიიღო, როცა ტელევიზიებს უცხოური ძალისგან ფინანსური დახმარების მიღება აუკრძალა.

ეს შეიძლება განვიხილოთ წინმსწრები ზომების მიღებად, რადგან დასავლელი პარტნიორებისგან იყო ღია განცხადება იმაზე, რომ ისინი ფინანსური რესურსის დიდ ნაწილს გადაიტანდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასახმარებლად. წინმსწრებად მიიღეს კანონი, რომ ეს ფინანსური წყაროც გადაეკეტათ", - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მედიაპროექტის კოორდინატორი ნატა ვახტანგიშვილი.

ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მედიას ყველანაირი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა წაართვეს.

“მარტო გრანტზე არ არის აქ ლაპარაკი. უცხოელისგან ყველანაირი შემოსავლის მიღება გვეკრძალება. მხოლოდ რეკლამა შეუძლიათ მოიტანონ და product placement-ი ისიც იმიტომ, რომ უცხოური ბრენდები არ დაკარგოს “იმედმა”, თორემ ამასაც აგვიკრძალავდნენ”, - ამბობს ის და ამატებს, რომ დღეს არსებული სარეკლამო შემოსავლებით ტელევიზიები ვერ იარსებებენ და ამის კარგი მაგალითი “იმედია”, რომელიც ყველაზე მეტი შემოსავლის პირობებშიც კი დოტაციაზეა

დამოუკიდებელმა მედიამ რომ მეტ-ნაკლებად ღირსეულად იარსებოს ეს ფაქტობრივად გამორიცხულია. უკვე წლებია “ქართული ოცნება” პირდაპირ ზღუდავს სარეკლამო ბაზარს. მას აპატარავებს წლების განმავლობაში, მთელი ინდუსტრიები გაიყვანა ამ ბაზრიდან. ეს ბაზარი კონტროლდება ხელისუფლების მიერ და არიან კომპანიები, რომლებსაც არასამთავრობო მედიებში საერთოდ არ ჰქონიათ რეკლამა და არც მიიტანენ არასდროს. გარდა ამისა, აგვიკრძალეს სოციალური რეკლამისა და გრანტის მიღება. ფინანსურად ყველანაირად ანადგურებენ დამოუკიდებელ მედიას”, - ამბობს ჯანგირაშვილი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენელიც ფიქრობს, რომ სარეკლამო ბაზარი მწირია და აქედანაც დიდ წილს ისევ სამთავრობო მედიები იღებენ.

ეს ბაზარი ისედაც ძალიან მწირია. ბოლო წლების ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ტელევიზიების ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება ხოლმე მათ შემოსავლებს. ისედაც მწირი სარეკლამო ბაზრის პირობებში, შემოსავლების გადანაწილება ძალიან შეუსაბამოა. დიდი წილი ამ შემოსავლებში სამთავრობო არხებს მიაქვთ. ბოლო წლების ტენდენციებს თუ დავაკვირდებით ფაქტობრივად ნახევარზე მეტი პროსამთავრობო მედიაზე მოდის. ეს ნიშნავს იმას, რომ თავად ბაზარიც უთანასწოროდ არის გადანაწილებული, დიდი წილი რამდენიმე არხზე მიდის. ვხედავთ, რომ კრიტიკული მედიები არსებობის ზღვარზე არიან და ძალიან უჭირთ თავის შენახვა."

ერთ-ერთი დიდი დარტყმა სარეკლამო ბაზრისთვის აზარტული კომპანიებისთვის რეკლამის აკრძალვა აღმოჩნდა. გადაწყვეტილება მყისიერად აისახა ტელევიზიებზე, ამ შეზღუდვით ყველაზე მეტად ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი არხები დაზარალდნენ.

ეს სარეკლამო შემოსავლები ცალსახად არაფრისთვის არ არის საკმარისი. "ფორმულას" შემთხვევაში ეს თანხა საოპერაციო ხარჯებს არ ჰყოფნის. დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველა ტელევიზიას გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, რომელსაც ჩვენვე ვაფინანსებთ და წარმოუდგენლად დიდი შემოსავალი აქვს, არ მგონია ჰყოფნიდეს ეს შემოსავალი. კრიტიკულ მედიებს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია გვაქვს", - გვეუბნება "ფორმულას" მარკეტინგის და გაყიდვების ხელმძღვანელი სალომე თავაძე.

მარეგულირებლის წლიური ანგარიშიდან ჩანს, რომ ქართული მედიის ყველაზე მსხვილი დამფინანსებლები ფარმაცევტული და სურსათის კომპანიებია. შარშან საარჩევნო წელი იყო, რის გამოც ქართულ მედიას პოლიტიკური რეკლამიდანაც ჰქონდა შემოსავალი. კომისიის ინფორმაციით, ტელევიზიებმა ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ჯამში 17 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

მარეგულირებელმა მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემებიც გამოაქვეყნა. როგორც სტატისტიკიდან აჩვენებს, ტელევიზიების შემოსავალი წელს 6%-ით თითქმის 15 მლნ ლარამდე გაიზარდა. ტრადიციულად ყველაზე მეტ შემოსავალს იმედი იღებს, რომლის შემოსავალი პირველ კვარტალში 6 მლნ ლარამდე გაიზარდა. შემდეგ მოდის რუსთავი 2 1.8 მლნ ლარით, მესამე ადგილს 1.7 მლნ ლარით პოსტვ-ი იკავებს. წლევანდელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ მონაცემებით, სარეკლამო შემოსავლების 64% ამ სამმა არხმა წაიღო.

I კვარტალში ტელევიზიების მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავლები:

  • ტელეიმედი - 6.1 მლნ ლარი (ზრდა 0.8 მლნ ლარი);
  • რუსთავი 2 - 1.8 მლნ ლარი (უცვლელი);
  • პოსტვ - 1.7 მლნ ლარი (ზრდა 0.2 მლნ ლარი);
  • ფორმულა - 1.5 მლნ ლარი (ზრდა 0.8 მლნ ლარი);
  • ტელეკომპანია პირველი - 1.2 მლნ ლარი (ზრდა 0.4 მლნ ლარი);
  • ბი ემ ჯი - 0.8 მლნ ლარი (უცვლელად);
  • ჯი-დი-ესი - 0.4 მლნ ლარი (უცვლელად);

წელს სამ თვეში 400 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიცსაც ბიუჯეტიდან მთლიან ს წყალობით, მთლიან სარეკლამო ბაზარზე დიდი დაფინანსებას იღებს აქვს. წელს მაუწყებელი ბიუჯეტიდან 101 მლნ ლარს მიიღებს, ხოლო 2026 წლიდან საქართველოს თითოეულ დასაქმებულს მისთვის 64 ლარის გადახდა მოუწევს.

წყარო:https://bm.ge/

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way