USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
მსოფლიოს კალათბურთის ლეგენდა, 41 წლის კობი ბრაიანტი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.
дата:  885
მსოფლიოს კალათბურთის ლეგენდა, 41 წლის კობი ბრაიანტი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. 

ბრაიანტის საკუთარი ვერტმფრენი კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასის მახლობლად ჩამოვარდა და საფრენ აპარატში მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის კობი ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილი

ვერტმფრენში კობის მეუღლე ვანესა არ იმყოფებოდა.

ჩამოვარდნის შემდეგ ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა და შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ვერავის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ბრაიანტმა კარიერა 2016 წელს დაასრულა. მან 18-ჯერ მიიღო მონაწილეობა  NBA-ს ვარსკვლავთა მატჩში და აქედან 17-ჯერ ზიდიზედ. ის 5-ჯერ გახდა ჩემპიონი და

 

2-ჯერ ფინალური სერიის MVP.

კობი მთელი კარიერის მანძილზე - 1996-2016 წლებში "ლოს ანჟელეს ლეიკერსის" ღირსებას იცავდა.

კობი ბრაიანტის გარდაცვალებას, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა, სოციალურ ქსელში ეხმაურებიან ფეხბურთისა და კალათბურთის ლეგენდები.

„სიტყვებით ვერ გამოვხატავ... ჩემი უდიდესი სიყვარული კობის ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ. ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო შენთან შეხვედრა და დროის ერთად გატარება. შენ იმ იშვიათ ადამიანთა შორის იყავი, რომლებიც გენიოსები არიან“ ,- განაცხადა ლიონელ მესიმ.

„ ძალზე შეძრწუნებული ვარ კობისა და მისი ქალიშვილის გარდაცვალების გამო. კობი ნამდვილი ლეგენდა და ბევრი ადამიანისთვის შთაგონების წყარო იყო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და თითოეულ ადამიანის ოჯახს, რომლებიც მასთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. მშვიდად განისვენე ლეგენდავ“ ,- დაწერა სოციალურ ქსელში კრიშტიანო რონალდომ.

„ არ არსებობს სიტყვები, რომლითაც გამოვხატავ ტკივილს მომხდარ ტრაგედიაზე ჩემი ძმისშვილი ჯიჯისა და ძმის, კობი ბრაიანტის გარდაცვალების გამო. ძალიან მიყვარხარ და მომენატრები ძმაო. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს. ძალზე მძიმედ ვარ“ ,- აცხადებს ლოს ანჯელეს ლეიკერსის ყოფილი კალათბურთელი, შაკილ ონილი.

ბრაიანტი ყოფილი თანაგუნდელი აცხადებს, რომ კობი უფრო მეტი იყო ვიდრე ათლეტი- „ იგი ოჯახის კაცი იყო. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო , რაც გვქონდა ერთმანეთთა. ის ჩემს შვილებს ისე ეხუტებოდა , თითქოს მათი მშობელი ყოფილიყო“

спорт
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати