USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
Tbilisi
მოლდოვა ერთიანი ევროგადახდების სივრცის (SEPA) სრულუფლებიანი წევრი გახდა
Date:  631

ორშაბათს, 6 ოქტომბერს, მოლდოვა ერთიანი ევროგადახდების სივრცის (SEPA) სრულუფლებიანი წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გაავრცელა. შედეგად, მოქალაქეებისთვის და კომპანიებისთვის ევროში უფრო სწრაფი და იაფი საბანკო გადარიცხვები გახდა ხელმისაწვდომი.

მოლდოვას ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, ანკა დრაგუმ SEPA-ში გაწევრიანებას „ევროპისკენ მიმავალ გზაზე ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა. 

აღსანიშნავია, რომ ევროგადახდების საბჭომ მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცა მოლდოვის ერთიან ევრო გადახდების სივრცეში გაერთიანება. ქვეყანამ SEPA-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 2024 წლის 30 იანვარს გააკეთა.

რა ეტაპზეა საქართველოს SEPA-ში გაწევრიანება?

SEPA-ში გაწევრიანებაზე განაცხადი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ 2022 წელს შეიტანა.

საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ 11 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის მოთხოვნების ძირითადი ნაწილი შესრულებულია. მან აღნიშნა, რომ პროცესი უნდა დაჩქარდეს.

"ძალიან მაღალია მნიშვნელობა SEPA-ში გაწევრიანების. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც მივმართეთ SEPA-ს და ევროკომისიას განაცხადით ამ მიმართულებით. მას შემდეგ, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ეროვნული ბანკის კუთხით შესაბამისი ევროდირექტივების გადმოღების მიზნით, რაც კარგ საფუძველს ქმნის, რომ განხილვა დაიწყოს SEPA-ში ჩვენი გაწევრიანების, მთავრობამაც იმუშავა. შეიძლება რჩება რაღაც ნიუანსები, რაც შეიძლება პროცესში გასწორდეს, მაგრამ მოთხოვნების ძირითადი ნაწილი შესრულებულია. ვთვლით, რომ ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს, ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ჩვენმა კოლეგებმა ეს პროცესი დააჩქარონ. იქაც ეს დაკავშირებულია ტექნიკურ პარამეტრებთან, ასე სწრაფად არ ხდება. ვიცი კოლეგებისგან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცენტრალური ბანკირებისგან, რამდენად რთული და კომპლექსური პროცესია. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაუმჯობესოთ და გავაიაფოთ ევროკავშირთან ჩვენი საფინანსო გზავნილები იქნება თუ სხვა ტიპის ტრანზაქციები და SEPA სწორედ ამას ემსახურება, ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი",- თქვა თურნავამ.

ნათია თურნავამ საკითხზე ასევე ისაუბრა მიმდინარე თვეშიც, SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფინანსურ კონფერენციაზე – SIBOS 2025. მისი განცხადებით, საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებით ფინანსური ფრაგმენტაციის დაძლევა და რეგიონული ფინანსური კავშირების განმტკიცებაში მონაწილეობა შეუძლია. თურნავამ ამ მხრივ განსაკუთრებით შუა დერეფნის ქვეყნებთან ფინანსური თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„SEPA-ში წევრობა საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეს უფრო ეფექტური გადახდის სისტემები ევროკავშირთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი სავაჭრო კავშირებისა და ტრანზაქციების მოცულობის ზრდის ფონზე. შუა დერეფნის სტრატეგიული როლის გაძლიერებასთან ერთად, საქართველოს SEPA-ში ჩართვა გაამყარებს რეგიონულ ფინანსურ ურთიერთობებს და ქვეყანას ევროკავშირსა და დერეფნის ქვეყნებს შორის გადახდების კარიბჭედ აქცევს,“ – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way