USD 2.6638
EUR 3.1012
RUB 3.6306
თბილისი
BMG: „მნიშვნელოვანია თავიდან ავიცილეთ ქაოსური განვითარება“- როდის ექნება ფოთს გენგეგმა?
თარიღი:  366

ფოთის გენერალურ გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ერთ-ერთი შემსრულებელი კომპანიის „სითი ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა მამუკა სალუქვაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, დეტალური განაშენიანების დაგეგმვა 700 ჰექტარზე მიმდინარეობს, რაც მისი შეფასებით, ქვეყნის პრაქტიკაში უპრეცედენტოა.

ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პროექტის კონცეფციის ნაწილი, რომელიც მოიცავს ქალაქის განვითარების ძირითად ხედვას, ფუნქციურ დატვირთვებსა და სივრცით სტრუქტურას.

პარალელურად, სამუშაოები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის, სატრანსპორტო და ურბანული კავშირების გაძლიერების დაგეგმვა, სანაპირო ზოლის განვითარების კონცეფცია, ასევე სპორტული, ტურისტული და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განაწილება.

გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია მზად ზაფხულში უნდა იყოს.

„ფოთთან დაკავშირებული ეს პროექტი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ის მნიშვნელოვანი იქნება როგორც დეველოპერებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ზოგადად ყველასთვის, ვისაც ჩვენი ქალაქების განვითარება აინტერესებს.

ჩვენ ფოთში საკმაოდ ამბიციურ სიახლეებს ვგეგმავთ. განსხვავებით სხვა ქალაქებისგან, სადაც ძირითადად გენერალური გეგმები ან სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები გვიმუშავია, აქ საქმე ბევრად უფრო მასშტაბურია, დაახლოებით 700 ჰექტრის დეტალურ დაგეგმარებაზე ვმუშაობთ. ეს ნიშნავს, რომ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ფუნქციური ზონების განსაზღვრით არამედ რეალურად ვქმნით განაშენიანების დეტალურ გეგმას, რაც საქართველოში ასეთი მასშტაბით ჯერ არ განხორციელებულა.

პროექტი მოიცავს მრავალფეროვან მიმართულებებს: დაგეგმილია დიდი სპორტული ჰაბი მალთაყვის ტერიტორიაზე, საცხოვრებელი და ტურისტული კომპლექსები, სასტუმროები, აპარტოტელები და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. სანაპირო ზოლის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო პანდემიის პერიოდი. მაშინ დავინახეთ, რამდენად დაუცველია ქალაქი, რომელიც მხოლოდ ერთ ფუნქციაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ფოთის განვითარებაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ დივერსიფიკაციას. პორტი, რა თქმა უნდა, რჩება ქალაქის მნიშვნელოვან ბირთვად, მაგრამ პარალელურად ვავითარებთ ტურიზმს, განათლებას, კულტურას და სპორტს. ვქმნით მრავალფუნქციურ, მდგრად ქალაქს. ასევე დიდი ყურადღება დავუთმეთ ურბანულ კავშირებს. ვმუშაობთ იმაზე, რომ უკეთ დავაკავშიროთ სხვადასხვა უბნები, მათ შორის კუნძულის უბანი, მალთაყვა და სხვა ტერიტორიები. ცენტრალურ ნაწილში, განსაკუთრებით სანაპიროზე, ვთავაზობთ ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა თევზსაჭერი და საზღვაო პორტების აღდგენა, ანუ იმ ფუნქციების დაბრუნება, რაც ფოთს ისტორიულად ჰქონდა.

ძალიან მაღალია ბიზნესის ინტერესი ამ პროექტის მიმართ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია თავიდან ავიცილეთ ქაოსური განვითარება განსაკუთრებით მალთაყვაში, სადაც ბევრი სახელმწიფო მიწაა. აქ დროებით შევაჩერეთ გარკვეული პროცესები, რათა ყველაფერი ერთიანი ხედვით განვითარდეს. პროექტი საკმაოდ სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. აქტიურად ვმუშაობთ ყველა ჩართულ მხარესთან. ამ ეტაპზე უკვე კონცეფცია ჩაბარებულია და ვმუშაობთ საბოლოო დეტალებზე. ვფიქრობ, ზაფხულის პერიოდში პროექტს სრულად დავასრულებთ და ფოთის გენერალური გეგმაც ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი,“ - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

ფოთის განაშენიანების გენერალურ გეგმას ამხანაგობა „სითი სტუდია 9“ 3.2 მლნ ლარად ამზადებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი 2025 წლის დასაწყისში მოეწერა.

ხელშეკრულების შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული კომპანია ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს საპროექტო მომსახურებას, რაც გულისხმობს ფოთის გენერალური და განაშენიანების გეგმის, ასევე მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის რევიზიას და განახლებას.

თუმცა ჯამში, დოკუმენტაციის მომზადებისა და წარდგენის ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 540 კალენდარულ დღეს შეადგენს.

 

საზოგადოება
საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის - წესდება ენობრივი ბარიერი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს“.

კერძოდ, მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.

ასევე, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში უცხოელების მიერ სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

„საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მორიგი მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პაკეტი შსს-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით მოამზადა და დაჩქარებული წესით პარლამენტს გადაეცა განსახილველად.

ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებულია პრაქტიკული გამოწვევები, რაც მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით არსებობდა. ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებს. აღნიშნული ბინადრობები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა. ჩვენ არაერთი შემთხვევა გამოვავლინეთ, როდესაც სასწავლო ბინადრობის მქონე პირები არადანიშნულებისამებრ იყენებდნენ აღნიშნულ უფლებას. შესაბამისად, წესდება კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციები. კერძოდ, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

გარდა ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვა იმ უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას.

საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. სპეციალური კომისია შეისწავლის თითოეულ ასეთ შემთხვევას და თუკი გაჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, სისხლის სამართლის წესით მოხდება დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ სანქციის გატარება.

მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, კერძოდ: პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება გამოიყენებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად და ამ ქმედების პრევენციის მიზნით, მარტივდება, როგორც გასაჩივრების ვადები და წარმოების პროცესი, ასევე მთლიანად იცვლება საკანონმდებლო ჩარჩო ამ კუთხით. იზრდება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები და მას დაემატება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა, ოპერატიულად, სამძებრო სამუშაოების შედეგად იქნეს გამოვლენილი", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის