USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
მცხეთელი ნიჩბოსნების პირველი ოქრო აკადემიურ ნიჩბოსნობაში
Date:  509
2024 წლის სეზონის პირველი ოქრო აკადემიურ ნიჩბოსნობაში
 
6-7 აპრილს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართა ნიჩბოსნობის საერთაშორისო რეგატა Croatia open  სადაც სხვადასხვა კონტინენტის 500 ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
 
ყველაზე უმცროსმა ნიჩბოსნებმა, მცხეთელებმა, გიორგი კაპანაძემ და ნიკოლოზ იორდანიშვილმა ორადგილიან (2X) ნავში კადეტთა შორის დამაჯერებლად გაიმარჯვეს და ოქროს მედალი მოუტანეს ჩვენს ქალაქს.
 
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ბიჭებს გამარჯვებას და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ ქალაქის და ქვეყნის სასახელოდ!
 
მწვრთნელი: გენადი პატარაია
პირადი მწვრთნელი: დიმიტრი ლოლუა
tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way