USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
მერია თბილისის ანძაზე პანორამული რესტორის გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს
თარიღი:  834

დედაქალაქის მერია თბილისის ანძაზე პანორამული რესტორის გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ამ პროექტის კონცეფიციის შექმნაზე გვქონდა ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებული და ესტონურმა კომპანია „კოკომ“ გაიმარჯვა. პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია ყველა წარმოდგენილი რეკომენდაცია. ეს პროექტი არის ჩემი წინასაარჩევნო დაპირება. რა თქმა უნდა, თბილისში გამოიძებნება საინვესტიციო ჯგუფები, ვინც ამ პროექტს განახორციელებს. აქამდე პანდემიის გამო ვერ დაიძრა ეს პროექტი. ზოგადად პანდემიამ ბევრ პროექტს შეუშალა ხელი, თუმცა, ეტაპობრივად ყველაფერს გავაკეთებთ და ყველა პროექტი განხორციელდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება ამ ინტერესთა გამოხატვით, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვაცხადებთ. პირველ ეტაპზე, 6 თვის განმავლობაში, ჩატარდება ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა და ამ კვლევის მიხედვით წარმოდგენილი წინადადების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას პროექტის განხორციელების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი პროექტი იქნება, არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც იქნება ერთ-ერთი საუკეთესო თავშეყრის ადგილი“,- განაცხადა კალაძემ.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის