USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Tbilisi
WTI მარკის ნავთობის ფასი ბარელზე ერთ დოლარამდე დაეცა
Date:  1499

 

WTI მარკის ნავთობის მაისის ფიუჩერსების ფასი ბარელზე ერთ დოლარამდე დაეცა, ამის შესახებ მონაცემები ICE სავაჭრო პლატფორმაზე ვრცელდება. მაისის ფიუჩერსული ფასი  90%-ზე მეტით  დაეცა. დღემდე, ისტორიულად ყველაზე  დაბალი ფასი ბარელზე 9,75 $ იყო.

კოროვირუსული პანდემიის გამო, ნედლეულზე მოთხოვნილება რეკორდულად შემცირდა. ნავთობის ფასები ასევე მნიშვნელოვნად დაეცა "OPEC+"–ის წევრების უუნარობის გამო, მათ ვერ მოახერხეს შეთანხმება გარიგების გახანგრძლივებაზე  და წარმოების  პარამეტრების შემცირებაზე.

მას შემდეგ, რაც აპრილში მხარეეები შეთანხმდნენ, ბარელზე ნავთობის ფასი ნელ-ნელა იზრდებოდა. "OPEC+" -ის მონაწილეები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ მაისში-ივნისში ნავთობის წარმოება შემცირდებოდა 9,7 მილიონი ბარელით დღეში, მომავალში კი ეს მოცულობა  7,7 მილიონ ბარელამდე დავიდოდა.

თუმცა როგორც ჩანს ამ შეთანხმების მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიის გამო მოთხოვნა იმდენად დაბალია, რომ დღევანდელი გარიგების შემდეგ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბარელზე ფასმა შეიძლება "მინუსის" ბარიერიც გადალახოს. საქმე ეხება მაისის კონტრაქტებს, რომლებითაც ვაჭრობა მხოლოდ სამშაბათამდე ანუ ხვალამდეა შესაძლებელი და ტრეიდერების ცდილობენ მათ თავიდან მოშორებას.

რაც შეეხებათ ივნისის თვის მიწოდებებს მათი ფასი $21,37 ბარელზე, რაც უკვე 15%-ით ნაკლებია იმ ფასზე რომელიც სავარუდოდ პარასკევისთვის უნდა ყოფილიყო, როცა ივნისის თვის მიწოდებების სავაჭრო ვადა იწურება.

Brent-ის ტიპის ნავთობის  ფასი 8.7%-ით დაეცა და დღეის მდგომარეობით 25, 6 დოლარია ბარელზე.

წყარო:https://www.mk.ru/economics/

 

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way