USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
Тбилиси
NASA-მ მთვარის მისიის მოდულის ასაგებად სამი კომპანია დაიქირავა
дата:  629

NASA-მ სამომავლო მთვარის მისიის ხომალდის ასაგებად სამი კერძო კომპანია შეარჩია — Blue Origin, SpaceX და Dynetics.

დამშვები მოდული ასტრონავტებს მთვარის ორბიტიდან მთვარის ზედაპირზე მიიყვანს. ამისთვის NASA-მ კომპანიებისთვის თანხები გამოყო: Blue Origin-ს 579, SpaceX-ს 135, Dynetics-ს კი 253 მილიონი დოლარი ერგო.

კომპანიები მომდევნო ათი თვის განმავლობაში NASA-ს საკუთარ იდეებს წარუდგენენ.

"ეს ის სამი კომპანიაა, რომელთა იმედიც გვაქვს და გვჯერა, რომ მთვარემდე მიგვიყვანენ", — განაცხადა სააგენტოს ადმინისტრატორმა ჯიმ ბრიდენსტინმა. ახლა კი სამი კომპანია ერთმანეთს კონკურენციას უწევს — თითოეულმა მათგანმა მოდულის აგების განსხვავებული ვარიანტები შეიმუშავა.

Blue Origin სამსაფეხურიან გეგმას გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც, დაშვებისას გამოყენებულ ძრავებს დედამიწაზე დაბრუნების დროს წონის შესამცირებლად მთვარეზევე დატოვებს.

SpaceX-ს ხომალდ Starship-ის გამოყენა სურს, კომპანიის განცხადებით, მისი გამოყენება მარსის მისიისთვისაც შეიძლება.

Dynetics კი ინოვაციურ მოდულს გვთავაზობს, რომელიც ნებისმიერ რაკეტასთან იქნება თავსებადი.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აპოლოს მისიის შემდეგ ასტრონავტები მთვარეზე დადგამენ ფეხს. მიმდინარე არტემისის პროგრამის მიზანს 2024 წლისთვის ადამიანების მთვარეზე დაშვება წარმოადგენს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ცნობილი კომპანია Boeing კონკურსში არ მონაწილეობს. ამის შესახებ NASA-ს განცხადება არ გაუკეთებია. დეკემბერში კომპანიის ხომალდ Starliner-ს, რომელსაც სააგენტოს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უნდა წაეყვანა, სატესტო ფრენების გაუქმება მოუწია.

мир
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати