USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
Tbilisi
ENKA-მ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა
Date:  1204

გამოქვეყნდა ENKA Insaat-ის 2021 წლის ფინანსური ანგარიში, რომლიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფოსა და ENKA Renewables-ს შორის “ნამახვაჰნესის” მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად არის გაწყვეტილი. ამასთან, ფინანსურ ანგარიშში მითითებულია, რომ კომპანიამ “ნამახვანის” ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის გაწეული ინვესტიცია და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა $40.4 მილიონი დოლარის ოდენობით ჩამოწერა.

ENKA საქართველოში ჯამში $800 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა.

ENKA-მ 2021 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ “ფორს-მაჟორის” გათვალისწინებით საინვესტიციო ხელშეკრულებას გაწყვეტდა, რასაც მოყვა მთავრობის განმარტება, რომ ხელშეკრულების შენარჩუნების მიზნით კომპანიასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებდნენ. როგორც ENKA-ს ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობამ ვერ დაარწმუნა კომპანია, რათა კონტრაქტი შენარჩუნებულიყო.

“ჯგუფის 90%-იანი მფლობელობის ქვეშ მყოფმა შპს ENKA Renewables-მა გაწყვიტა 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ფლობა, ოპერირების ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან, ესკოსთან და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან.

ხელშეკრულების გაწყვეტა მოხდა საქართველოს მთავრობის მხრიდან პირობების დარღვევის და ფორს-მაჟორის გამო. იმის გამო, რომ საწარმოო დანადგარები და აღჭურვილობა ასევე სხვა საკუთრება ვერ იქნება გამოყენებული, კომპანიამ ის საბალანსო ღირებულებით - $40,389,000 ჩამოწერა,”- ნათქვამია ENKA INSAAT-ის ფინანსურ ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. მთავრობამ გამოაცხადა “მორატორიუმიც” და კომპანიას გარკვეული პერიოდით კაშხლის მშენებლობის დაწყებაც აუკრძალა. აქედან რამდენიმე თვეში ENKA-მ ფორს-მაჟორის და კონტრაქტის პირობების დარღვევის შესახებ განაცხადა და ხელშეკრულების გაწყვეტისთვის დაიწყო მზადება.

საქართველოს მთავრობამ პროექტზე ბოლო კომენტარი 21 თებერვალს გააკეთა, მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ მოლაპარაკებები იურისტების დონეზე მიმდინარეობდა.

“კომპანია ენკას თავისი პრეტენზია გააჩნია, ისინი შეფერხდნენ მუშა პროცესში. მათ ასევე გარკვეული წინადადებები აქვთ, საიდანაც რაღაცას ვითვალისწინებთ, რაღაცას არა. ეს არის სამართლებრივი პროცესი და ვიდრე არ იქნება სამართლებრივი პროცესის პროგრესი, ჩვენ დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ჩვენი მხრიდან ჩართულია საექსპერტო, საკონსულტაციო და იურიდიული კომპანიები,"-განაცხადა მინისტრმა.

World
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way