USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ლუკაშენკო: პრიგოჟინი ბელარუსშია - უსაფრთხოების გარანტიები მიცემულია. ის მე დავითანხმე მოებრუნებინა ჯარები უკან
Date:  443

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, „ვაგნერის“ დამფუძნებელი პრიგოჟინი ახლა ბელარუსში იმყოფება. მის განცხადებას ბელარუსული სახელმწიფო გამოცემა “ბელტა” ციტირებს.

“უსაფრთხოების გარანტიები, როგორც იგი [პუტინი] გუშინ დაჰპირდა, მიცემულ იქნა. კი, ნამდვილად, დღეს იგი ბელარუსშია. როგორი პირობაც დავდე: თუ გსურთ რაღაც დრო შეგიძლიათ ჩვენთან იყოთ და სხვა.. ჩვენ დაგეხმარებით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ასევე, თავდაცვის მინისტრის ვიქტორ ხრენინის სიტყვები მოიყვანა, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი ქვედანაყოფი [“ვაგნერის” დაჯგუფება] ჯარში გამოადგებოდა.

“თანახმა ვარ”, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ალექსანდრე ლუკაშენკომ, "ვაგნერის" ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან მისი პირდაპირი მოლაპარაკებების თაობაზეს ისაუბრა.

ლუკაშენკოს თქმით, პუტინს სასტიკი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, თუმცა, მან ურჩია, რომ არ ეჩქარა.

“ყველაზე სახიფათო რამ, როგორც მივხვდი, იმაში არ იყო თუ როგორი ვითარება იყო, არამედ როგორ შეიძლება განვითარებულიყო - მისი შედეგები. ეს იყო ყველაზე სახიფათო. ასევე გავიგე: მიღებულია სასტიკი გადაწყვეტილება (იგი ქვეტექსტად პუტინის გამოსვლაშიც გაისმა) - დახოცონ. პუტინს შევთავაზე არ ეჩქარა. მოდი, ვეუბნები, პრიგოჟინს, მის მეთაურებს დაველაპარაკოთ. რაზეც მითხრა: “მისმინე, საშა, უსარგებლოა. ყურმილსაც არ იღებს, არავისთან საუბარი არ უნდა”, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინმა მის ზარს მალევე უპასუხა და საუბრის პირველი რაუნდი 30 წუთი გაგრძელდა, რომელშიც “უცენზურო სიტყვები 10-ჯერ აღემატებოდა ნორმალურ ლექსიკას.”

ლუკაშენკოს განცხადებით, საუბარში პრიგოჟინი მისთვის რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს და რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ვალერი გერასიმოვის გადაცემას, ასევე პუტინთან შეხვედრას ითხოვდა.

“ვეუბნები: “ჟენია, არავინ მოგცემს არც შოიგუს, არც გერასიმოვს, არავის არ მოგცემს, მითუმეტეს ასეთ ვითარებაში. პუტინს ხომ ჩემზე არანაკლებად იცნობ. მეორე, იგი ახლა შეგხვდება კი არა - ტელეფონზეც არ დაგელაპარაკება, ვითარებიდან გამომდინარე… ვეუბნები: “[მოსკოვამდე] ნახევარ გზაზე ბუზივით გაგჭყლეტენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯარებს (ამაზე პუტინი დიდ ხანს მელაპარაკებოდა) ყურადღება შესაბამის ფრონტზე აქვთ გადატანილი”, - განაცხადა ლუკაშენკომ.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way