აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ჟურნალისტების კითხვის, დააზიანებს თუ არა „3+3 ფორმატში“ საქართველოს შესაძლო ჩართვა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ასე უპასუხა: .„3+3 ფორმატზე“ საუბრისას, ვიტყოდი, რომ სჯობს რუსეთმა პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს".
როგორც ოსტინმა აღნიშნა, სჯობს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა ითანამშრომლონ და გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა.
„3+3 ფორმატზე აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრეს“, - განმარტა მან.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.