USD 2.7010
EUR 3.1496
RUB 3.4885
თბილისი
"BM.GE": ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები
თარიღი:  574

გასული სამუშაო კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, კლებამ 4.10 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7794 ლარი გახდა. გაცილებით უფრო მკვეთრად 8 თეთრით გაუფასურდა ლარი ევროსთან, რომლის ღირებულებაც 2.9348 ლარი გახდა.

გაუფასურების უმთავრესი და წამყვანი მიზეზი 28 ნოემბერს, ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დამტკიცებული პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 4 წლით შეჩერება გახდა. 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ რაც სავალუტო ბაზარზე სავაჭრო სესია უკვე დასრულებული იყო, ხოლო 29 ნოემბერს დილიდანვე კი ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და Bloomberg-ის სისტემაში 2.7999-საც მიაღწია, ხოლო ამჟამად კი კომერციულ ბანკებში დოლარის შეძენა 2.82-2.86 ლარის ფარგლებში არის შესაძლებელი. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 29 ნოემბერს ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიების აქციების კლებაც მოჰყვა.

რაც შეეხება ქვეყნის ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, იქამდე სანამ ნოემბერი არ დასრულდება მიმდინარე თვის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ გამოქვეყნდება, ხოლო რაც შეეხება გასული თვის შედეგებს, ცნობილია რომ ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი წლიურად 39%-ით გაიზარდა და მან 682 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 5.6%-ით 1.43 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ფულად გზავნილებს მისი მოცულობა 281 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 1.5%-ით ნაკლები იყო. ამასთან, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 11% შეადგინა, 2024 წლის 10 თვეში კი ზრდა 10% იყო. ამ დროისთვის სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული არაა.

როგორ შეიცვალა ლარის გაცვლითი კურსი გასულ კვირაში:

ვალუტა ლარი ცვლილება გასულ კვირაში (თეთრებში)
აშშ დოლარი 2.7794 -4.10
ევრო 2.9348 -8.00
დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5259 -9.66
თურქული ლირა 0.0801 -0.09
100 რუსული რუბლი 2.575 8.69
აზერბაიჯანული მანათი 1.6346 -2.39
1000 სომხური დრამი 7.0365 -0.38
100 იაპონური იენი 1.8522 -7.81
10 ჩინური იუანი 3.8389 -5.99
10 უკრაინული გრივნა 0.6681 -0.54

წყარო:https://bm.ge/

 

მსოფლიო
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს.

რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, თუ აშშ-ს ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილება სურს, მაშინ „დიალოგის ან ეკონომიკური ზეწოლის“ გამოყენება უმჯობესი იქნება.

„დიალოგის, ან შესაძლოა ზეწოლის, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების გზების მოძებნა უმჯობესია“, - განაცხადა რომის პაპმა.

ასევე, მისი თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილები ხშირად გაურკვეველია.

„ერთი მხრივ, როგორც ჩანს, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იყო. მეორე მხრივ, არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება. აშშ-დან გზავნილები ხშირად იცვლება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის