USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
II კვარტალში თბილისში სასტუმროებსა და Airbnb-ზე განთავსების საშუალო ფასი შემცირდა, ბათუმში კი გაიზარდა - Galt & Taggart
თარიღი:  420

II კვარტალში თბილისში სასტუმროებსა და Airbnb-ზე განთავსების საშუალო ფასი შემცირდა, ბათუმში კი გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ტურიზმის მიმოხილვაშია აღნიშნული.

ტურიზმის 2025 წლის აპრილ-ივნისის მონაცემების შეჯამებისას საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ ამ პერიოდში თბილისსა და ბათუმში სასტუმროების დატვირთულობა 68%-მდე გაიზარდა

„თბილისსა და ბათუმში სასტუმროების საშუალო დაკავებულობის მაჩვენებელი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 68%-მდე გაიზარდა [ 2024 წლის II კვარტალში 58% იყო]. საინვესტიციო ბანკში განმარტავენ, რომ ამ პერიოდში თბილისში საშუალო დაკავებულების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ევროკავშირიდან ვიზიტების გაზრდილი მაჩვენებელი იყო.

განთავსების საშუალო ღირებულება ბათუმში 103 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც გასული წლის მეორე კვარტალში 100 დოლარი იყო. თბილისში ADR 85 დოლარამდე შემცირდა, გასული წლის ამ პერიოდში განთავსების საშუალო ფასი 92 დოლარი იყო“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ Airbnb-ის მოთხოვნა თბილისში წლიურად მკვეთრად - 14,0%-ით გაიზარდა. მეორე კვარტალში პლატფორმით 181,3 ათასი ღამე დაიჯავშნა, ხოლო განთავსების საშუალო ღირებულება 54 აშშ დოლარამდე შემცირდა [2024 წლის II კვარტალში 55 აშშ დოლარიდან].

ამასთან, ბათუმში მოთხოვნა ზომიერად - 4.3%-ით გაიზარდა და მეორე კვარტალში 83.1 ათასი ღამე დაიჯავშნა, ხოლო ADR ოდნავ 45 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ტურიზმის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლებმა 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+3.8% წ/წ), რაც ევროკავშირიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და აზიური ბაზრებიდან შემოსავლების ზრდას უკავშირდებოდა. Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, თუმცა II კვარტალის დინამიკის გაგრძლების შემთხვევაში, ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი 4.6 მლრდ დოლარია.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის