USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Tbilisi
II კვარტალში მაგთიკომის შემოსავლები 30.5%-ით, ხოლო სილქნეტის 21.7%-ით გაიზარდა
Date:  984

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, II კვარტალში მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობა წლიურად თითქმის 10%-ით 5.7 მლნ-მდე გაიზარდა. აბონენტების ზრდასთან ერთად 20%-ით  გაიზარდა შემოსავლების რაოდენობა წლიურად და თითქმის 167 მლნ ლარს მიაღწია. 2021 წლის I კვარტალში ეს მაჩვენებელი 135 მლნ ლარს შეადგენდა.

II კვარტალში აბონენტების კუთხით მაგთიკომი ლიდერობს, რომლის აბონენტების რაოდენობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2%-ით 2.4 მლნ-მდე არის გაზრდილი. 4.3%-იანი მატება აქვს სილქნეტსაც და მოცემულ პერიოდში მისი აბონენტების რაოდენობა 1.9 მლნ-ს შეადგენს. 0.1%-იანი ზრდით ბილაინის აბონენტების რაოდენობა 1.4 მლნ-ია.

რაც შეეხება შემოსავლებს, შემოსავლებითაც მაგთიკომი ლიდერობს, რომელმაც მოცემულ პერიოდში 81.2 მლნ ლარი მიიღო. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 30.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილს სილქნეტი იკავებს 58.2 მლნ ლარით. კომპანიის შემოსავლები 2021 წლის II კვარტალთან შედარებით 21.7%-ით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში 9%-იანი ზრდა ჰქონდა ბილაინს და მისმა შემოსავალმა 27.5% შეადგინა.



როგორც მონაცემებიდან ჩანს აბონენტების მიხედვით ბაზრის წილით მაგთიკომი ლიდერობს და მას ბაზრის 42% უკავია, შემდეგ 33%-ით სილქნეტი მოდის, ხოლო 24.8% ბილაინს უჭირავს. 

წყარო:https://bm.ge/

World
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way