USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
კრწანისის რაიონს კიდევ ერთი უფასო სასადილო დაემატა
Date:  

კრწანისის რაიონს კიდევ ერთი უფასო სასადილო დაემატა. იეთიმ გურჯის N23-ში 330 ბენეფიციარს საშუალება აქვს, ყოველდღიურად განსხვავებული მენიუ მიიღოს.

ახალი სასადილო კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში ლევან ჯაფარიძემ დაათვალიერეს.
გარდა ამისა, გამგებელი და მაჟორიტარი ქვემო ფონიჭალაში არსებულ კიდევ ერთ სასადილოს ესტუმრნენ, რომელიც ახალ მისამართზე გადავიდა (რუსთავის გზატკეცილი N18-22).
სულ კრწანისის რაიონში 5 უფასო სასადილოა, რომელთაგან 1 ორთაჭალის, 4 კი ფონიჭალის მოსახლეობას ემსახურება.

სასადილოების მისამართებია:

1. სოფელი ფონიჭალა, იეთიმ გურჯის N23

2. რუსთავის გზატკეცილი N18-22

3. რუსთავის გზატკეცილი N265

4. ზემო ფონიჭალა, კორპ. N22

5. ორთაჭალის ქ. N36

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way