კორონავირუსით გარდაცვლილთა მასშტაბებმა იკლო თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანზაციის აზრით, მდგომარეობა ჯერ კიდევ შემაშფოთებელია და პანდემიურ ხასიათს ატარებს.
დაავადების შედეგად უკვე გარდაცვლილთა რაოდენობა 3100-ს შეადგენს, ინფიცირებულთა რიცხვი კი 90 000-ს აღემატება და იგი 70 ქალაქშია დაფიქსირებული.
სამხრეთ კორეაში ერთი დღის განმავლობაში ინფიცირების 600 ახალი შემთხვევა დაფიქსირდება, სულ კი 4800 ადამიანია დაავადებული, 29 მათგანი კი უკვე დაიღუპა. ასევე იზრდება კორონავირუსის გავრცელების არეალი აშშ-ში, რომლის გამოც უკვე 100 ადამიანია ინფიცირებული.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.