USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
BMG: ხვიჩა კვარაცხელია "არქის" პროექტ "გრანდ ავენიუს" ინვესტორი და პარტნიორი გახდა
Date:  390

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და ბიზნესპარტნიორი გახდა.

„ძალიან მიხარია, რომ ისეთ მასშტაბურ და უნიკალურ პროექტში ვაკეთებ ინვესტიციას, როგორიც „გრანდ ავენიუა“. სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდანვე იფიქრო სამომავლო საქმიანობაზე, რომ შენს შრომას და მიღწევებს სათანადო გაგრძელება ჰქონდეს. მსოფლიოს ბევრ ქალაქში ვყოფილვარ და ჩემი აზრით, „გრანდ ავენიუ“ ისეთი პროექტია, რომელიც ბევრ ქალაქს დაამშვენებდა. ის ნამდვილად იქნება ქალაქის ახალი ცენტრი“, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

"არქის" გუნდში სჯერათ, რომ ხვიჩა კვარაცხელია თავის წვლილს შეიტანს პროექტის განვითარებაში:

„ძალიან გვიხარია, რომ კიდევ ერთი ლეგენდა შემოუერთდა „გრანდ ავენიუს“. თქვენ იცით, რომ ინვესტორები არიან გიორგი მამარდაშვილი და თორნიკე შენგელია, ასევე უკვე 7 წელზე მეტია ზაზა ფაჩულია "არქის" პარტნიორია. ამ თანავარსკვლავედეთში ხვიჩას დამატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „გრანდ ავენიუს“ მასშტაბურობას", - აცხადებენ "არქიში".

Grand Avenue თბილისში, დინამოს სტადიონთან ახლოს, ც. დადიანის ქუჩაზე მდებარეობს. პროექტით უმაღლესი დონის საცხოვრებელ კომპლექსებთან ერთად, გათვალისწინებულია ყოვლისმომცველი ინფრასტრუქტურის მოწყობა, თანამედროვე არქიტექტურა და ლანდშაფტის დიზაინი, 11 ჰექტარი გამწვანებული სივრცე, მეგა ჯიმი, პადელ ცენტრი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, 36-მეტრიანი შიდა და გარე აუზი.

წყარო: https://bm.ge

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way